გენდერული თანასწორობა

ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენდერული თანასწორობის დამკვიდრება და ქალთა შესაძლებლობების გაზრდაა, ადგილობრივი დაგეგმვის, ბიუჯეტის შედგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის მიზნით.

ფონდი ეწევა საგანმანათლებლო, საკონსულტაციო საქმიანობას და ახორციელებს მონიტორინგსა და ადვოკატირებას, კანონების, პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრებას და მათ თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

2013 წელს ორგანიზაციამ ოთხ მუნიციპალიტეტში დანერგა პილოტური  გენდერული თანასწორობის მექანიზმები, რომელთა ფუნქციონირების წარმატებულმა პრაქტიკამ  2016 წელს ხელი შეუწყო მათ ასახვას კანონში და შემდგომ ინსტიტუციონალიზაციას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ორგანიზაცია დღემდე განაგრძობს გენდერული თანასწორობის საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას, პრაქტიკული მეთოდოლოგიური მხარდაჭერის და  შესაძლებლობების გაზრდის გზით და ხელს უწყობს მათ შორის არაფორმალური ქსელის შექმნას და თანამშრომლობას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვეევბის შესახებ ინფორმაციის გაზიარების და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით.

ფონდი „სოხუმი“ ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით გატარებას ღია, ეფექტიანი, მონაწილეობითი და ანგარიშვალდებული ადგილობრივი მმართველობის დანერგვის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში მისი ჩართვის და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ადვოკატირების გზით.  

ამ მიმართულებით საქმიანობის განხორციელებაში სხვადასხვა დროს ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის მხარდამჭერები იყვნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაცია - გენდერული თანასწორობის ფონდი - UNW, NED, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, PIN - ადამიანი გაჭირვებაში, ვიშეგრადის ფონდი, ევროკავშირი.

 

გამოქვეყნებულია თანასწორობა

Image Gallery

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image