1 2 3 4 5

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა მონაწილეობის გაძლიერება“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს, ზუგდიდისა და წალენჯიხის თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

სამუშაო ჯგუფების წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, არსებული მიღწევები და გამოწვევები, იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიებზე.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
1 2 3 4 5
4 ივნისს ქ. ქუთაისში, კოლეჯ „იბერიაში“ ჩატარდა დევნილთა საკითხებზე მომუშავე ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა აღმოსავლეთ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან.
24-კაციანი დელეგაცია უკრაინიდან - ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სხვადასხვა ქალაქიდან - გაეცნო ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ფონდი „სოხუმი“ და მეწარმე ქალთა ფონდი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ჩეხეთის ორგანიზაცია PIN-ის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, აფხაზინტერკონტის, კოლეჯი „იბერიას“, განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება დევნილებთან მუშაობის კუთხით უკრაინასა და საქართველოში.

1 2 3 5 4 6 7

მაისში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა პედაგოგებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ბაღდათის და ვანის  მუნიციპალიტეტებში. 

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ახალ პროექტზე„ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“. 

პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირების და რეფერირების საკითხებზე მოამზადებს 50 პედაგოგს, 40 სამედიცინო მუშაკს და 50 პოლიციელს. 

პედაგოგებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა შეავსეს ტრენინგის მონაწილის შესარჩევი ანკეტები და გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

1 2 3 4 5 6

ფონდ „სოხუმში“ ხორციელდება პარტნიორული პროექტი „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ - პოლონეთის ორგანიზაციის HumanDoc foundation-ის მხარდაჭერით.

მაისში დაიწყო პროფესიული კურსები სამი მიმართულებით: პოლიმერული თიხის ნაკეთობების დამზადება, ჭრა-კერვის და საბუღალტრო აღრიცხვის სწავლება. ქალები და გოგონები ეუფლებიან ახალ პროფესიებს, რაც მომავალში დაეხმარება მათ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთ)

Фабрика форматов60692738 286442565643784 6337185852535341056 n Фабрика форматов60753485 860031221021440 4144055060185219072 n Фабрика форматов60831370 399182580812402 2415359907847995392 n Фабрика форматов60837211 648812268896360 1831687128065507328 n Фабрика форматов60917716 366150827354100 483388707919888384 n Фабрика форматов61100356 402550527255072 6529072424246312960 n Фабрика форматов61136013 603833423447509 4367004652152029184 n 

Фабрика форматов61346418 387733175417774 113361160652193792 n Фабрика форматов61381349 2368841653387307 6424161465720111104 n

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრები დაასრულა. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: დევნილი ქალები და გოგონები, ახალგაზრდები, კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეები. წალენჯიხის გარდა, შეხვედრების ციკლი გაიმართა სოფლებში: ლია, ჯგალი, ფახულანი, წყოუში.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტზე, რომელიც ემსახურება სამიზნე ჯგუფის საჭიროებების გამოვლენას და მათზე დაფუძნებული ინიციატივების ადვოკატირებას; ისაუბრეს საკუთარ პრობლემებზე.

სამუშაო ჯგუფის ინიციატივით განხორციელდა შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები ახალგაზრდებისათვის, რომელიც მათ  ინფორმირებას და სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. საინტერესოდ წარიმართა დიალოგი თვითმმართველობასთან, შეხვედრები პრობლემათა ადვოკატირების  მიზნით.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

1 2

 3 4

14-17 მაისს ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში პროექტების განმახორციელებელთა შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა სარაევოში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. სამუშაო შეხვედრას ორგანიზება გაუწიეს და ჩაატარეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, Vital Voice-ის გლობალური პარტნიორობის და GuideHouse წარმომადგენლებმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების  შემსრულებელმა, სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამუშაო გამოცდილება, მიღწევები და გამოწვევები. მათ  განიხილეს აქტუალური საკითხები: გენდერული ძალადობის რეგიონალური ტენდენციები - გამოწვევები და შესაძლებლობები პოსტკონფლიქტურ სივრცეში, მარგინალური თემების ეკონომიკური გაძლიერება და ჩართულობის ხელშეწყობა, საპროექტო წინადადებების შემუშავების საუკეთესო პრაქტიკები და ფონდების მოძიების ინოვაციური მიდგომები, ციფრული უსაფრთხოება და პრაქტიკული აპლიკაციები და ა.შ. სამუშაო შეხვედრისას შეიქმნა პარტნიორებთან სოციალიზაციის, ინფორმაციის გაცვლის, სამომავლო თანამშრომლობის დასახვის შესაძლებლობები.

კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში მაისში კვლევის ობიექტი იყო ძალადობის მსხვერპლი 6 ქალი. ჩაღრმავებული ინტერვიუ მიზნად ისახავდა ინფორმაციის შეგროვებას: რამდენად ენდობიან ქალები სამართალდამცავ სტრუქტურებს, ეფექტურია თუ არა მათთან თანამშრომლობა უსაფრთხოების თვალსაზრისით, გამოკითხვის პროცესში რამდენად არის დაცული გენდერული ასპექტები, როგორია რეფერალურ სუბიექტებთან თანამშრომლობა.

ირკვევა, რომ მსხვერპლი ქალები ძალადობის შემთხვევაში, ძირითადად, სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავენ. აღნიშნავენ მათ პროფესიონალიზს, თუმცა მიანიშნებენ დაკითხვის პროცესში ქალი-გამომძიებლების აუცილებლობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

გრძელდება სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა კვლევა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მონიტორინგის ფარგლებში. აპრილში კვლევის ლოკაცია იყო: ზუგდიდი, ოზურგეთი, ხონი, წყალტუბო. სტანდარტული შეკითხვები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: აქვთ თუ არა სპეციალიზაცია ძალადობის საკითხებზე, რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონი პრაქტიკაში, რა გამოწვევები არსებობს ამ სფეროში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია
 Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst  მხარდაჭერით (გერმანია)

118 აპრილს, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა შეხვედრა შვედური საერთაშორისო ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისრაელიდან. ისინი დეტალურად გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის მიმართულებებს და მუშაობის გამოცდილებას. თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს ფონდის ხანგრძლივი მუშაობის პროცესში განხორციელებული პროექტები, მიღწეული წარმატებები და საქმიანობის გზაზე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები. ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთი ორგანიზაციების გამოცდილებაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაძლიერების, გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღმოაჩინეს ძალიან ბევრი მსგავსება მათი და ფონდი „სოხუმის“ მუშაობის მიდგომებში და აქტივობებში და გამოთქვეს მომავალში შეხვედრების და თანამშრომლობის სურვილი.  

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3 4 5 6 7

17 აპრილს ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სამოქალაქო ფორუმი გაიმართა. ფორუმის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კოალიცია „ქალი და მშვიდობის“  წარმომადგენლებმა.

კოალიცია „ქალი და მშვიდობა“  ფონდმა „სოხუმმა“ დააფუძნა გასულ წელს.  კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი), პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ (ქუთაისი), მეწარმე ქალთა ფონდი (ქუთაისი), ქალთა კლუბი (ხონი), ქალთა ასოციაცია „იმედი“ (ზუგდიდი), ასოციაცია „მერკური“ (ზუგდიდი), განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ (ხობი), ქალთა საზოგადოებრივი გაერთიანება (ოზურგეთი), განათლებისა და თანასწორობის ცენტრი (ოზურგეთი), განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (ბათუმი).

ფორუმის პირველი ნაწილი კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერული კონცეფციის განხილვას მიეძღვნა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტში.

მეორე ნაწილში კი მონაწილეებმა 5 ჯგუფში იმუშავეს კონფლიქტების ანალიზზე ეკოლოგიის, ჯანდაცვის, ოჯახში ძალადობის და რელიგიის სფეროში, რაც მიზეზების, გავლენისა და პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრას გულისხმობს.

კოალიცია სამომავლოდაც აქტიურ მუშაობას აპირებს.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები