ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფს თავისი წვლილი შეაქვს. ჯგუფის წევრები საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან და ინფორმაციას აწოდებენ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, არიგებენ საინფორმაციო ფურცლებს. ყველა თაობის ადამიანის განწყობა ასეთია: ძალადობა ქალზე სერიოზული პრობლემაა და მის წინააღმდეგ მუშაობა ყველა მოქალაქის მოვალეობაა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
8 ნოემბერს ფონდ „სოხუმში“ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა იმსჯელეს, რა აქტივობებით შეუერთდებიან 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აგიტაცია - ეს იქნება აქტივობების ძირითადი მიმართულება.
დაიგეგმა შეხვედრები ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებთან. აღინიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მოსული ახალი თვითმმართველობის გაცნობა და კამპანიაში ჩართვა გაზრდის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ქუთაისის საინიციატივო ჯგუფი იმ გრძელვადიანი პრობლემების ადვოკატირების მონიტორინგს აწარმოებს, რომელთა გადაწყვეტა, გეგმის მიხედვით, გარკვეულ ვადებს გულისხმობს.
პროცესში აქტიურად არიან ჩართული ის მოქალაქეები, რომელთაც ინტერესებშიც შედის საკითხის დადებითად გადაწყვეტა.
მონიტორინგმა გამოავლინა, რომ აუცილებელია ცვლილების შეტანა სამოქმედო გეგმაში: ახალი მოკავშირეების, ახალი ადრესატების პოვნა ადვოკატირების ეფექტურად დასრულებისათვის.
საინიციატივო ჯგუფის ჩარევით, რაც სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან სატელეფონო დიალოგს მოიცავდა, რამდენიმე სოციალური პრობლემის მოგვარებაც მოხერხდა.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ცდილობს მუშაობას სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად ტარდება შეხვედრები ინკლუზიური ბენეფიციარების ცენტრ „ვალენტინში“. ასე იყო ამჯერადაც. ჯგუფურ ფსიქოლოგიურ შეხვედრას 12 ადამიანი დაესწრო. მუშაობა არტ-თერაპიის მეთოდით წარიმართა. ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყოველთვის სიამოვნებით მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში.
ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები გაეცნენ ჩატარებული მუშაობის მონიტორინგის შედეგებს, რაც გასული თვეს განხორციელდა. შედეგებიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმაში ცვლილები იქნა შეტანილი, რომელიც ძირითადად გრძელვადიან პრობლემებს შეეხო.
ჯგუფის მოდერატორის ანგარიშში კარგად გამოჩნდა ადვოკატირებული და მიმდინარე პრობლემების რაოდენობა, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს მრგვალ მაგიდაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება. მრგვალი მაგიდა შეაჯამებს ჩატარებულ მუშაობას - საინიციატივო ჯგუფის წევრები საზოგადოებას გააცნობენ, რა გაკეთდა და რა იგეგმება ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად ქუთაისში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პრობლემათა ადვოკატირების მორიგი გეგმა შეადგინეს. პრობლემა უდედმამო ბავშვების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ეხება. საკითხის ადგილობრივ დონეზე მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ ჯგუფი საკითხის დასმას ცენტრალურ დონეზეც ფიქრობს. შეხვედრაზევე სატელეფონო კონსულტაციები მოისმინეს იურისტებისგან, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გრძელვადიანი პრობლემის ადვოკატირების გეგმასაც გადახედეს და გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
აქტიურად დაიწყო მუშაობა პროექტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია - თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში.
პროექტიდან გამომდინარე, მოდერატორებად უკვე შეირჩნენ ფონდი „სოხუმის“ აქტივისტი ქალები, რომლებსაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვთ. მათი დახმარებით ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ჩამოყალიბდა ქალთა ჯგუფები, რომლებიც თავიანთ თემებში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ მოგვარებაზე იმუშავებენ.
თითოეულ ჯგუფში 8 ქალია. მათ უკვე მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე. პირველ ეტაპზე ისინი სხვადასხვა თემში არსებული კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირებას შეეცდებიან.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ხონში ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მოდერატორმა, რომელიც ქუთაისში გამართულ მრგვალ მაგიდას ესწრებოდა, მიღებული ინფორმაცია გააცნო მონაწილეებს. მისი თქმით, მსგავსი გაცვლითი შეხვედრები საშუალებას იძლევა, გაიგონ, რას ფიქრობენ ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე სხვა ქალაქში, მაგალითად ქუთაისში, როგორ მიდის ადვოკატირების პროცესი. გაეცნონ პროცესში ჩართულ ადამიანებს.
შეხვედრაზე ახალი პრობლემის ადვოკატირებაზეც ისაუბრეს. პრობლემა ინდივიდუალურია და სოციალურად დაუცველი ქალბატონისთვის საოპერაციოდ დასამატებელი თანხის მოძიებას გულისხმობს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები გრძელდება. გასული თვის მონიტორინგმა კარგად წარმოაჩინა გამოწვევები, რომლებიც გრძელვადიანი პრობლემების ადვოკატირებას ახლავს.
წყალტუბოს ჯგუფის წევრების აზრით, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაფერისი დროა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, რასაც ეფექტურად გამოიყენებენ.
თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, დეპუტატობის კანდიდატებთან, შეხვედრები მოსახლეობასთან - ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სწორედ ამ გზით აპირებენ ადამიანური უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა სინიციატივო ჯგუფი შემაჯამებელი შეხვედრისთვის ემზადება. ჯგუფის წევრებმა მრგვალი მაგიდის საორგანიზაციო საქმეებზე იმსჯელეს და ფუნქციები გაინაწილეს. შეხვედრაზე ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე იქნება საუბარი და იმ ადამიანებს მოიწვევენ, რომლებიც პროექტის აქტივობებში იყვნენ ჩართულნი.
საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრაზე ცხუნკურის საბავშვო ბაღის გახსნის საკითხის ადვოკატირებაზე ისაუბრა. პრობლემის ადვოკატირება წლის დასაწყისში დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
პარალელურად ჯგუფის წევრები სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზეც მუშაობენ.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)