1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრთან არსებული ჩრდილების თეატრი ქუთაისში ბაგა-ბაღ „ვარსკვლავებს“ ესტუმრა. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო ბავშვებისთვის.  მათ პირველად ნახეს ასეთი სპექტაკლი. ახალგაზრდა მსახიობებმა ხალისიანად მიულოცეს ბავშვთა დღე პატარებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი ახალი შემადგენლობით თამაშობს. აგვისტოს პირველი წარმოდგენა გაიმართა ხონში, დევნილთა კოლექტიური ცენტრის კლუბში. აქტიური დისკუსია მოყვა ოჯახური ძალადობის სცენას. დიდი ინტერესით განიხილეს შეყვარებული წყვილის მინი-ისტორია. როცა სცენიდან დედა-შვილის კონფლიქტი გამოჩნდა, მაყურებელი დაიძაბა. ერთი ახალგაზრდა კაცის თქმით, დედა ვალდებულია, მთელი ცხოვრება ემსახუროს შვილს.
მაყურებლის აზრით, ეს სცენები რეალობას ასახავს და ბევრ რამეზე აფიქრებს ადამიანს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ფორუმ-თეატრის წარმოდგენების ჩვენება გაიმართა ხონში, სამხედრო ქალაქის  დევნილთა დასახლებაში. მართალია, მაყურებელი შედარებით პასიურობდა, ერთგვარ უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა ზოგიერთი ძალადობრივი სცენის ნახვის შემდეგ, მაგრამ ბოლომდე დარჩა და უყურა წარმოდგენებს.

როგორც ახალგაზრდა მსახიობები აცხადებენ, ესეც პოზიტიური შედეგია, რადგან ადამიანი ყოველთვის უფიქრდება ნანახს, დასკვნებს აკეთებს და იცვლება კიდეც...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ხონის ცენტრალურ პარკში ჩატარდა ფორუმ-თეატრის ჩვენება: 5 სცენა და საინტერესო დისკუსია ყოველი სცენის შემდეგ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ახალგაზრდა ქალის გულახდილი საუბარი, დახმარების თხოვნა. ის ძალადობის მსხვერპლია და არ იცის, როგორ მოიქცეს. მსახიობებმა მას მისცეს ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მისამართი, გააცნეს, რომ არის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული სერვისის მიღების შესაძლებლობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 6 წარმოდგენა გამართა წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა  68 მოსწავლე, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი.
2
სცენების ნახვის შემდეგ არა მარტო მოსწავლეები, დირექტორიც კი ჩაერთო თამაშში. ამას  აქტიური დისკუსიები მოჰყვა. ყოველივე ეს საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ახალგაზრდა მსახიობებთან, სკოლის დირექტორს კი გაუჩნდა მეტყველებისა და თეატრალური წრეების გახსნის იდეა.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)
 
 
ფორუმ-თეატრის წარმოდგენების გამართვას საზოგადოებრივ ადგილებში ყოველთვის დიდი ეფექტი მოყვება.
12 მაყურებელი ესწრებოდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენასერთ საღამოს ქუთაისში, ნინოშვილის პარკში. ახალგაზრდა მსახიობებმა ითამაშეს 5 სცენა. აქტიური დისკუსია გაიმართა, შთამბეჭდავი აღმოჩნდა მაყურებლისთვის ამ ფორმით ნაჩვენები ოჯახური ძალადობის პრობლემა. იყო აზრთა სხვადასხვაობა - ასაკოვანი მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს არ უთმობდნენ, თავიანთ პოზიციას ასაბუთებდნენ. თუმცა, ორივე იმ აზრზეა, რომ ძალადობა დაუშვებელია.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

    

26 აგვისტოს ქუთაისის ცენტრალურ პარკში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. ნაჩვენები სცენებიდან მამის და შვილების კონფლიქტი ყველაზე აქტიური დისკუსიის მიზეზი გახდა.

27 აგვისტოს წყალტუბოს ქალაქის სკვერში გაიმართა ფორუმ-თეატრი. როდესაც ოჯახური ძალადობის სცენა თამაშდებოდა, მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები და დაიწყეს გამორკვევა, რა ხდებოდა. ერთ-ერთმა მსახიობმა მისცა ინფორმაცია თეატრის შესახებ. მათ უხეშად გამოთქვეს, რომ მსგავსი სცენები თეატრებში ეთამაშათ, რადგანაც ბევრი დამსვენებელია და ისინი ვერ გაიგებენ ამას.

ფორუმ-თეატრის აქტიური მაყურებელი გახდა არა მარტო ახალგაზრები, არამედ უფროსი თაობაც. ორივე შეხვედრის დროს იყო დასამახსოვრებელი დისკუსიები. მაყურებელმა ყველა პრობლემა გულთან ახლოს მიიტანა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 
1 დეკემბერს ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები.
ნათამაშები იყო 5 სცენა, ყველა მათგანს ახლდა განხილვა. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუსთვის მოვიდა. როდესაც გაიგო, რომ მსახიობები არ არიან პროფესიონალები, გაიკვირვა და აღნიშნა, რომ ბევრ პროფესიონალ მსახიობს უჭირს თამაში რეკვიზიტების გარეშე და ღია ცის ქვეშ. და რომ ეს არის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სანახაობა.
მეორე წარმოდგენა ფორუმ-თეატრმა ფოთის მე-5 სკოლაში გამართა. შეკრებილებს  მოეწონათ წარმოდგენილი თემები და იმსჯელეს სიტუაციიდან გამოსავალზე. მოსწავლეებმა  გამოხატეს სურვილი, რომ სკოლაში თვითონაც ჩამოაყალიბონ ფორუმ-თეატრი და მაყურებელს შესთავაზონ აქტუალური საკითხები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

 

ფოთის მე-7 სკოლაში ნაჩვენები იყო ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. ღონისძიებას დაესწრო  35 მოსწავლე.

მაყურებელი ძალიან გააღიზიანა პირველმა სცენამ, რომელშიც წარმოდგენილია მამის აგრესიული დამოკიდებულება ქალიშვილის მიმართ, თუმცა აღინიშნა, რომ ეს რეალური ცხოვრებისეული სცენაა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები.

წარმოდგენას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, რომელმაც ახლებური კუთხით დაინახა მოსწავლეები, მათი შეხედულებები. მან გამოთქვა სკოლაში ფორუმ-თეატრის შექმნის სურვილი და ითხოვა დახმარება ამ საქმეში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ფოთში, დევნილთა ახალ რაიონში. მაყურებელი, განსაკუთრებით ქალები, ძალიან გაააქტიურა ოჯახური კონფლიქტების და ძალადობის სცენებმა. იყო საინტერესო დისკუსია, საკუთარ შეცდომებზე გულახდილი საუბარი. ყოველივე ეს იძლევა შედეგს, რომ საზოგადოებამ სხვაგვარად აღიქვას ძალადობის პრობლემა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები