1რადიო „რიონმა“ მოამზადა და 20 მარტს ეთერში გაუშვა გადაცემა თემაზე „საქართველოს მიერ განვლილი გზა ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის დასანერგად ნაყოფიერი ნიადაგის შექმნისკენ“.

გადაცემის სტუმარი იყო ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია. 37 წუთის განმავლობაში რადიომსმენელებმა საკმაოდ მდიდარი ინფორმაცია მიიღეს აქტუალურ საკითხებზე: რა გზა გაიარა საქართველომ, როგორია სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, რა ხარვეზები არსებობს და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ.

გადაცემა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა კვლევა. მისი ერთ-ერთი თემაა „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“.

ამ საკითხს მიეძღვნა გადაცემა რადიო „რიონის“ ეთერში. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებულ პროექტებს, კვლევის მასალებს, გენდერული თანასწორობის პოლიტიკას, შედეგებსა და გამოწვევებს, არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

27 თებერვალს რადიო „რიონის“ ეთერში გავიდა მეორე გადაცემა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში. ეს იყო წინა გადაცემაში დაწყებული საუბრის გაგრძელება. გადაცემაში განხილული იყო „მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ საკითხი, რაც გულისხმობს მოქალაქეთა მონაწილეობას თვითმმართველობის ბიუჯეტის შედგენაში. აგრეთვე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიები, თუ როგორ ხდება „მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ ფორმირება.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

WAVE - ეს არის ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ევროპაში. ფონდი „სოხუმი“ ამ ქსელის აქტიური წევრია. WAVE პერიოდულად უშევებს ბიულეტენს, რომელშიც ბეჭდავს ინფორმაციებს ქსელის წევრი ორგანიზაციების შესახებ. ამჯერად ბიულეტენში მოხვდა ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მუშაობის შესახებ ბიჭებთან.

www.wave-network.org/index.php?option=com_acymailing&ctrl=archive&task=view&mailid=66&key=FUDmtqvW&subid=779-iljCMAAC09lkWV&tmpl=component

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია BrotfürdieWeltEvangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

ტელეკომპანია „გურიამ“ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრის შესახებ გურიის მუნიციპალიტეტებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის თაობაზე.

რესპონდენტებმა პასუხი გასცეს კითხვებს: რას ითვალისწინებს პროექტი, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რა საკითხებში უნდა შედგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის თანამშრომლობა ადგილობრივი გენდერული დღის წესრიგის დანერგვაში, რა საკითხებში უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ცენტრსა და რეგიონებს შორის.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით გასული სიუჟეტი ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელური შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. შეხვედრაზე განზოგადებული იქნა პროექტის განმავლობაში მიღწეული შედეგები. ითქვა, რომ   მიღწეულია ძირითადი მიზანი - განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და მოხდა გენდერული საბჭოების ადგილობრივ დონეზე დაკანონება.

როგორც საბჭოების წევრები აცხადებენ, ამ სამ ქალაქში კარგი ნიადაგია გაკვალული გენდერული პერსპექტივების დასამკვიდრებლად, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის იქნება მაგალითი. რაც შეეხება საბჭოს წევრებს, ისინი მზად არიან, თავისი გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს სხვა თვითმმართველობებში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

„სტუმარი სტუდიაში“ - ამ რუბრიკით რადიო „რიონში“ ორი გადაცემა გავიდა აქტუალურ თემებზე – გენდერული კომპონენტების დანერგვა აღზრდის პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის შეცვლა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში.
პირველი გადაცემის სტუმარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი ნოდარ ჯიქია. მეორე გადაცემაში კი მონაწილეობენ საბავშვო ბაღის მეთოდისტი ლელა გურგენიძე, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი ნატა თოდუა და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლალი შენგელია.
რადიოჟურნალისტ ნანა რობაქიძესთან საუბარში დაისვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება გენდერული ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის

„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

 

  
ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა და რეკომენდაციები ქუთაისის საკრებულოს 2016 წლის ბიუჯეტისთვის - ეს იყო ერთ-ერთი საკითხი ქუთაისელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
თუმცა მათი ყურადღება მაინც განსაკუთრებული იყო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოლიმპიადა თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა“ მიმართ. პროექტი, რომელიც საბჭომ დაუკავშირა 23 ივნისს ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლას, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი სტერეოტიპების მსხვრევას და იმის გაცნობიერებას, რომ სპორტი გენდერულად თავისუფალი არენაა. სწორედ ამაზე ისაუბრეს პროექტის კოორდინატორმა და საბჭოს მდივან-ასისტენტმა.
შეხვედრა  გენდერის მედია ცენტრში გაიმართა. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

„კიბო განაჩენი არ არის“ - ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ამ დასახელებით ახორციელებს პროექტს, რომელიც დაავადებული ადამიანების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„გურიაში“ გასულ ტელესიუჟეტში ბენეფიციარებისთვის განსაზღვრულ ღონისძიებებზეა საუბარი. პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს: „პროექტში 50 ადამიანია ჩართული და მისი ძირითადი მესიჯი არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სრულფასოვანი ცხოვრებით, ვაგრძელებთ ბრძოლას“.
პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოიცავს და მისი დაფინანსება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

14 დეკემბერს ტელეკომპანია „გურიას“ სტუდია მასპინძლობდა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებს, რომელთაც საბჭოს საქმიანობის რეზულტატებზე ისაუბრეს და მაყურებელს სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმებიც გაანდეს.
როგორც გადაცემის სტუმრებმა აღნიშნეს, ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი იმ კუთხით, რომ აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი და, ამასთან ერთად, აქტიურად ეძიებენ ახალ რესურსებს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გამოიკვეთა ყველაზე პრიორიტეტული საკითხები - ოჯახში ძალადობისაგან დაცვა და ახალგაზრდებისათვის სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა სტაბილური პროფესიული ინტეგრირებისათვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები