ფორუმ-თეატრი ახალ ეტაპზე გადავიდა. განახლდა გუნდი. დაიდგა ახალი სცენები, სადაც ყველა მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.
ფორუმ-თეატრის ბოლო ორი გამოსვლა განსაკუთრებული იყო. ერთი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ეზოში გაიმართა, დონორი ორგანიზაციის - USAID-ის წარმომადგენლების წინაშე. ჩატარდა ხუთი სცენა. ახალგაზრდა მსახიობების გამოსვლამ მაღალი შეფასება მიიღო. ფორუმ-თეატრის გუნდი USAID-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებს აცნობს ფორუმ-თეატრის სპეციფიკას და აყალიბებს ახალ გუნდებს.
მეორე გამოსვლა ფორუმ-თეატრს ჰქონდა გეგუთის #14 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. დაწესებულების ხელმძღვანელმა პირებმა, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს აქტუალური და მნიშვნელოვანი აქტივობა უწოდეს.
ფორუმ-თეატრმა წარმოდგენები გამართა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში. ეს იყო ექვსი სცენა სხვადასხვა თემაზე, რასაც მოჰყვა საინტერესო დისკუსიები მოქალაქეთა მხრიდან. სამწუხაროდ, მათ არ ისურვეს ფოტოების გადაღება და ჩვენც არ შეგვიძლია, მალულად გადავუღოთ. მაგრამ მაყურებელი აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. საუბრობდნენ იმაზე, რომ ძალიან გახშირდა ფემიციდი, ოჯახური კონფლიქტები, ტრაგიკული შემთხვევები და საზოგადოებამ უფრო მკაფიოდ უნდა გამოხატოს პოზიცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრი აქტიურად არის ჩართული ახალი წარმოდგენების სარეპეტიციო პროცესში. თებერვალში გამოსვლები გაიმართა ქუთაისში, ხონსა და სენაკში. სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და აღფრთოვანებით ნახეს ყველა სცენა. იყო აქტიური ჩართულობა და დისკუსიები.
გრძელდება მუშაობა ფორუმ-თეატრის ახალ წარმოდგენებზე, ასევე მოხალისე მსახიობთა გუნდთან. დაიგეგმა ახალი ვიზიტები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრის განახლებული შემადგენლობა აგრძელებს ამ უჩვეულო თეატრის ტრადიციებს.
იანვარში ახალგაზრდა მსახიობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ. წარმოდგენები ჩატარდა ორ სოფელში: კოკსა და დიდ ნეძში. სკოლებში შეკრებილმა მაყურებლებმა ნახეს რამდენიმე სცენა: შეყვარებულებზე, ოჯახური ძალადობის თემაზე, დედა-შვილის ურთიერთობის შესახებ. ყველა სცენა რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. სწორედ ამიტომ მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი თავი დაინახა როგორც დადებით, ასევე უარყოფით როლებში.
მაყურებელი იმდენად აქტიური იყო, რომ ყველა სცენაში მოხდა ჩართულობა, შემდგომ კი დისკუსიები გაიმართა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრს წყალტუბოს №1და №4 საჯარო სკოლებში უმასპინძლეს.
მაყურებლები დაინტერესდნენ წარმოდგენებით, იმ აქტუალური პრობლემებით, რომლებზეც აკეთებს აქცენტს ფორუმ-თეატრი.
მაყურებელთა ერთი ნაწილი სცენებშიც ჩაერთო ისე, როგორც ამას ფორუმ-თეატრის სპეციფიკა მოითხოვს. განსაკუთრებული დისკუსიის თემა გახდა სცენა, რომელიც დედ-შვილის ურთიერთობას ასახავს.
წარმოდგენების შემდეგ ორივე სკოლაში ჩატარდა მასტერკლასები, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ფორუმ-თეატრი და როგორია მისი მუშაობის თავისებურება. ამ პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ნოემბერში ჩვენი სამივე თეატრი წარსდგა მაყურებლის წინაშე - ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი და თოჯინების თეატრი.
ფორუმ-თეატრმა წარმოდგენები გამართა სენაკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში. მიგრაციის თემამ და პრობლემამ დედა-შვილის ურთიერთობაში აქტიური დისკუსია და მაყურებლების ჩართულობა გამოიწვია. ამით ფორუმ-თეატრმა თავისი მისია შეასრულა.
სოფელ ხანის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ჩრდილების თეატრმა და თოჯინების თეატრმა მოაწყვეს წარმოდგენები. პატარა მაყურებელმა იხილა თავისი საყვარელი პერსონაჟები და დიდი ინტერესი გამოავლინა. ამ თეატრებმაც შეასრულეს თავიანთი როლი - ტოლერანტობაზე, ჰარმონიაზე ესაუბრნენ ბავშვებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ყვითელ, წითელ და შინდისფერ ფერებში ჩაფლულ სოფელში შემოდგომის მიწურული განსაკუთრებით ლამაზად იგრძნობა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ხანს ესტუმრა.
სკოლის ეზოში საინტერესოს მოლოდინით დაგვხვდნენ უმცროსკლასელები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.
მათთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი ინიციატივით თოჯინების და ჩრდილების თეატრის ჩვენება მოეწყო.
სპექტაკლების სცენარები გენდერულ თემატიკას და ტოლერანტობის საკითხებს ითვალისწინებდა, რაც აღსაზრდელებს მათთვის ნაცნობი პერსონაჟების მეშვეობით მიეწოდათ.
საოცარი მუხტი, ემოცია, სიხარულით ანთებული თვალები, ოვაციები... ეს ყველაფერი დიდხანს გაყვებათ პატარებს, თეატრის ახალგაზრდულ დასს და ორგანიზატორებს.
შეხვედრის ბოლოს ბავშვებს გენდერული საბჭოს წევრებმა ტკბილეულით უმასპინძლეს და მათთვის სკოლის დირექციამ ეს ლამაზი დღე ფერადი ფეირვერკით დაასრულა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა ოქტომბერში გეგმით გათვალისწინებული ორი შეხვედრა ჩაატარა მაყურებელთან - ბავშვთა სოფელში და ქუთაისის პარკში. ბავშვთა სოფელში საინტერესო წარმოდგენებს აქტიური დისკუსია მოჰყვა და, რაც მთავარია, მოზარდების ჩართულობა.
პარკში გამართულმა წარმოდგენამ კი გააკვირვა გამვლელები. მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათხოვრის სცენა.
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომ ყველას ერთად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ძალადობის პრევენციაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებისთვის ეს მასშტაბური და შთაბეჭდავი ჩვენება იყო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში ჩრდილების თეატრისა და თოჯინების თეატრის წარმოდგენები გაიმართა.
პატარა მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით უყურებდა ლამაზ სცენებს. თეატრის რეჟისორმა მაგდა ჩიხლაძემ მათ უამბო, როგორ ჩამოყალიბდა ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი და რა მნიშვნელობა აქვს ამ წარმოდგენებს სხვადასხვა ასაკის მაყურებელისთვის.
ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თეატრალურ ჯგუფს და ახალი შეხვედრების სურვილი გამოხატეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)