ახალი პროფესიის ათვისება და შრომის თერაპია საუკეთესო მეთოდია  თვითშეფასების ამაღლებისა და გაძლიერებისთვის. ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი ასეთ სასიკეთო გარდასახვებს ხშირად ახდენს ადამიანების ცხოვრებაში. ქალები ცოდნის მიღების შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძობენ მუშაობას.

ამჯერად ჩვენი ქოლგის ქვეშ ჭრა-კერვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო სენაკის მუნიციპალიტეტში. პრაქტიკული უნარების საბაზო სასწავლო ცენტრი და პროექტის პარტნიორი გახდა სამკერვალო სალონი „MK“ - თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გრძელდება ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის  ცენტრების  მიერ ინიცირებული საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემში. კვლავაც აქტუალურია საზოგადოების ინფორმირება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და მხარდაჭერის სერვისებზე. შეხვედრის მონაწილე ქალები მსჯელობენ თემში არსებულ პრობლემებზე, ქალთა საჭიროებებზე, ეძებენ მოგვარების გზებს.

მაისში მოხდა კრიზისული ოჯახების იდენტიფიცირება - ისინი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისების მომხმარებლები იქნებიან. კონფლიქტებზე ადრეული რეაგირება ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ვანის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაისის დასაწყისიდან გაგრძელდა სატრენინგო კურსი ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ზუგდიდის, ჩოხატაურის და სენაკის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ტრენინგები კონფლიქტის მიზეზებსა და გენდერულ ძალადობაზე.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში - უკვე არიან გამოკვეთილი ლიდერები. ისინი მზად არიან,  მიღებული ინფორმაცია გააზიარონ თავიანთ სოციუმში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

12 კონსულტაცია ოფისში, ონლაინ შეხვედრები 12 ბენეფიციართან, 7 სატელეფონო ზარი იმათგან, ვისთანაც ადრე ჩაუტარებია სესიები - ასეთი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის აპრილი. ყველა კონსულტაცია ადამიანების ემოციურ მდგომარეობას ეხებოდა, მათ ტკივილს, განცდებს. ფსიქოლოგის მისია კი მათი დამშვიდება და შინაგანი რესურსების საფუძვლის გაძლიერება იყო.

ერთ-ერთი ბენეფიციარის უკუკავშირი: „თქვენ დამეხმარეთ, რომ ჩემს თავში მეპოვა ძალა, გავუმკლავდე ცხოვრების სირთულეებს, შევიძინე ახალი უნარები, გადავაფასე ჩემი პრობლემები და ვისწავლე ემოციების კონტროლი“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

- ქალებს სჭირდებათ დახმარება, სჭირდებათ გაძლიერება, ამ ყველაფრის საწყისი ინფორმირებაა, რომელსაც ქალთა ფონდი „სოხუმი“ უზრუნველყოფს. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ასეთი შეფასებები ჰქონდათ საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

შეხვედრები ახალი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალთა ინფორმირება, მათი მხარდაჭერა სამი წლის განმავლობაში ისევ გაგრძელდება.  ბენეფიციარები ისევ მიიღებენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა სერვისებს - გაგრძელდება ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაციები იდენტიფიცირებულ პრობლემებზე რეაგირებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აპრილიდან დაიწყო ახალგაზრდული ჯგუფების ფორმირება. დასაწყისში მუშაობამ მოიცვა 6 მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი,  ჩოხატაური, თერჯოლა, სამტრედია.

ამ მუნიციპალიტეტებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს 4 ტრენინგი. ტრენინგებს აქტიური,  მოტივირებული მოსწავლეები ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებისგან მათ იციან ჩვენი ორგანიზაციის შესახებ და უნდათ, თავადაც ჩაერთონ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების მუშაობაში - ბევრი ისწავლონ და ახალი უნარ-ჩვევები შეიძინონ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ოჯახში ძალადობის ფენომენი“ - ეს იყო ფსიქოლოგ ეკატერინე ქვაჩაკიძის შეხვედრების ძირითადი თემა. ოჯახში ძალადობა ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს, რომ მოძალადე ბავშვობაში თავად იყო ძალადობის მოწმე. ეს არის „შესწავლილი ქცევის“ თეორია. ძალადობას ხელს უწყობს მავნე ჩვევები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ა.შ. სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ ჯგუფური შეხვედრის დროს პედაგოგებთან, სადაც თითოეულმა დააფიქსირა საკუთარი შეხედულება.

ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მრავალი მოძალადე უკეთესად აკონტროლებს თავს, ხოლო ქალები ურიგდებიან ბედს, პასიურები ხდებიან და არ ეძებენ გამოსავალს.

ფსიქოლოგთან შეხვედრის მიზანია, ქალებმა დაამარცხონ საკუთარ თავში „სუსტი ქალი“ და გააგრძელონ ცხოვრება ახალი ხედვით და ძალით.

ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები გაიმართა ქობულეთის, ვანის, ზუგდიდის (კოკი, დიდინეძი) წალენჯიხის (ფახულანი) ქალთა მხარდაჭერის  ცენტრებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკში წარმატებით დასრულდა ჭრა-კერვის სასწავლო კურსი და  ბენეფიციარებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს წარმატებულმა ქალებმა: ინგა ქარდავამ (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე), მანანა გვიჩიამ (საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე), მარინე ნანეიშვილმა (საკრებულოს წევრი).

ახალბედა მკერავები ახალ ეტაპზე გადადიან - პროფესიული უნარების შეძენასთან ერთად მათ ეძლევათ მცირე ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შეიმუშავა „პრაქტიკული ინსტრუქციები ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური საკოორდინაციო მექანიზის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“.

ქალთა მიმართ ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ყველა პასუხისმგებელი დარგობრივი უწყების სისტემურ, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ მოქმედებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

პრაქტიკული ინსტრუქციების მიზანია მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი უწყებათაშორისი კომისიებისთვის  პრაქტიკული რჩევების შეთავაზება, ადგილობრივ დონეზე ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული რეაგირების განსახორციელებლად. დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივ საუკეთესო პრაქტიკას.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და ფონდი „სოხუმის” სარეაბილიტაციო ცენტრში გამართა შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ეკატერინე ქვაჩაკიძემ.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახური ძალადობა და ძალადობის ფორმები“. სამწუხაროდ, ქალებს უჭირთ არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, ანონიმურად კი გულახდილად აფიქსირებენ საკუთარ აზრს ფურცელზე. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, მათ აკლიათ თავდაჯერებულობა, რაც ხელს უშლით პირველი ნაბიჯების გადადგმაში. სწორად მიცემული რჩევა პოზიტიურად ცვლის მსხვერპლი ქალის ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ, რომ ფსიქოლოგთან შეხვედრები მნიშვნელოვანია მათთვის და ეხმარებათ გაძლიერებაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები