საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, აგვისტოში ჩატარდა ტრენინგები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. დასრულდა მუშაობის ხუთი თვე - გაიმართა ხუთი ტრენინგი სხვადასხვა  აქტუალურ თემაზე. მუშაობა ათივე ცენტრში წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, დისკუსიებით.

ახლა ახალგაზრდები ემზადებიან მეექვსე - შემაჯამებელი შეხვედრებისთვის, სადაც მათ სატრენინგო კურსის დროს მიღებული ცოდნა უნდა წარმოაჩინონ და გამოცდილება გაუზიარონ სხვა მონაწილეებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ხონის ქალთა ქსელის წევრებთან. შეკრებილებმა განიხილეს შერჩეული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად ფინანსური მხარდაჭერა პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული. ქსელის წევრები გაეცნენ სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტებს და განაცხადის წარდგენის ვადებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განაცხადის ფორმაზე.

აღინიშნა, რომ პრობლემების გადაჭრა სამოქალაქო ინიციატივების კონკურსის ფარგლებში ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ხონის თემის ორ კორპუსში მცხოვრებ დევნილთათვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.  შეხვედრას ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. მათ წარმოადგინეს ინფორმაცია დევნილთა თემებში გამოვლენილი საჭიროებების და შემუშავებული სამოქალაქო ინიციატივების შესახებ სამიზნე მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ჯგუფის წევრები მზად არიან სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. შესრულებული პროექტი ხელს შეუწყობს პრობლემებით გამოწვეული მოსალოდნელი რისკების შერბილებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკში ქალთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა ერთად იმსჯელეს იმ ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც მომდევნო თვიდან იგეგმება. მათი ინიციატივები შეარბილებს პრობლემებს, რომლებიც თემში მცხოვრები ქალების ადამიანურ უსაფრთხოებას არღვევს.

წყლით დატბორილი სარდაფები, ნესტი, სუნი, ქვეწარმავლები, სარეველა მცენარეებისგან წარმოქმნილი ჯანმრთელობის საფრთხეები - სენაკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოჯახებისთვის სერიოზულ  პრობლემებს ქმნის.

ჯგუფის წევრებს აქვთ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა - შეიძინონ წყლის ამოსაქაჩი ტუმბოები, ელექტროცელები და ასე გაუმკლავდნენ სხვადასხვა თემში გამოკვეთილ აქტუალურ პრობლემებს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ძელსკამების და გარე განათების არარსებობა, მიუსაფარი ძაღლები, ერთადერთი ტრანსპორტი, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები - ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც შერვაშიძის ქუჩის №53-ის მე-2 კორპუსში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ და აღნიშნეს კიდეც შეხვედრაზე.

რიმა კალანდია დევნილთა თემის წარმომადგენელია. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მან გაიარა ტრენინგები ადვოკატირების საკითხებზე და ახლა ინფორმაციას აწვდის თემის სხვა წევრებს. მისი აზრით, ადამიანები აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი საჭიროებების მოგვარებაში. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისის მერიის სახელზე ამზადებს წერილს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, 18-19 ივლისს ბათუმში, პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელი“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგი“.

ტრენინგში მონაწილეობდნენ ქალები და ახალგაზრდა ქალები ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი.

მონაწილეების თქმით, ეს ორი დღე ინფორმაციით სავსე და პროდუქტიული იყო.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, პროექტის „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ ფარგლებში ქუთაისში, სასტუმრო West Inn Georgia-ში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ხუთი მუნიციპალიტეტის: ქუთაისის, ხონის წყალტუბოს, ზუგდიდისა და სენაკის ქალთა ქსელის წევრები.

სიუჟეტში პროექტის ასისტენტები ვრცლად საუბრობენ პროექტისა და ტრენინგის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

  • ორშაბათი, 26 აგვისტო 2024

მოქალაქეთა ინფორმირება მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, პრობლემათა იდენტიფიცირება და მართვა - ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

- ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ქალებს მისცემს საშუალებას, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და არსებული სერვისებით ისარგებლონ, - ასე ფიქრობენ საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეები.

თვის განმავლობაში შეხვედრებში 150-ზე მეტი ქალი იყო ჩართული. 10-ზე მეტი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. მათთან მუშაობას ფსიქოლოგი და იურისტი აგრძელებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრმა აგვისტოში გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები გამართა მაყურებლებთან. ერთი იყო  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, მეორე კი - ქალაქის ცენტრალურ პარკებში.

შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენები საინტერესოა, კარგი  ფორმატით ხდება აქტუალური პრობლემების წარმოჩენა. თუმცა ისინი დისკუსიაში ნაკლებად იღებენ მონაწილეობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და პოზიტიურ გავლენაზე, ასევე გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის სერვისებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები