ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისი ჟრიამულით აივსო. ქუთაისელ, წყალტუბოელ და ზუგდიდელ ახალგაზრდებს ტრენერმა რუსუდან კარკაძემ ჩაუტარა ტრენინგი დეზინფორმაციის თემაზე.

განხილული იყო შემდეგი საკითხები: მედიაწიგნიერება, ციფრული ინსტრუმენტები, დეზინფორმაცია, კიბერბულინგი. მონაწილეები დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სხვადასხვა კონკრეტულ მეთოდს, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების მიზნით. ისინი გაეცნენ სხვადასხვა ვებგვერდს და შეასრულეს სახალისო ონლაინ ტესტი  დეზინფორმაციის არსის უკეთ გაგების მიზნით.

ტრენინგის მონაწილეებმა შეავსეს ანკეტები, რის საფუძველზეც მოხდება მათი შერჩევა სამშვიდობო აქტივობებში ჩასართავად.

თებერვლის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო სატრენინგო კურსები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. გეგმის მიხედვით ტარდება შეხვედრები კონფლიქტოლოგიის და ძალადობის საკითხებზე. ტრენინგების პარალელურად, ახალგაზრდები ინიცირებულ ღონისძიებებს მართავენ ყველა მუნიციპალიტეტში.

ახლა მიმდინარეობს აქტიური მზადება შემაჯამებელი შეხვედრებისთვის. იგეგმება საინტერესო ინიციატივები. შეიქმნა ლიდერთა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ პრეზენტაციებზე და წარმოადგენენ  პროექტის გავლენას და შედეგებს.

ტრენინგები უკვე ჩატარდა ხუთ მუნიციპალიტეტში: სამტრედიაში, ზუგდიდში, თერჯოლაში, ჩოხატაურში და ბაღდათში (ონლაინ).

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინტერესო და შთამბეჭდავი სცენები, მაყურებლების აქტიური ჩართულობა, დისკუსიები და საკუთარ პრობლემებზე საუბარი...

ასეთი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები თებერვალში. ამჯერად ახალგაზრდა მსახიობებს ახალმა მაყურებლებმა უმასპინძლეს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში და სოფელ ბარდუბნის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში.

მაყურებელს მოეწონა ფორუმ-თეატრის წარმოდგენილი სცენები, ინტერესით ჩაერთო შემოქმედებით პროცესში  და აპლოდისმენტებიც არ დაიშურა...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა შეხვედრები ჩაატარა წყალტუბოს, ვანის ზუგდიდის, ჩოხატაურის და ბაღდათის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებში. დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში - თერჯოლა, სამტრედია, ხონი, წალენჯიხა და ქობულეთი - კი შეხვედრები ჯგუფების ლიდერებმა გამართეს. რამდენიმე შეხვედრას ორგანიზაციის ფსიქოლოგიც ესწრებოდა და გარკეეული მუშაობაც ჩაატარა ქალებთან. თითქმის ყველა ჯგუფში გამოიკვეთა სერიოზული ქეისები და დაიგეგმა მათი მოგვარების გზები.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რაოდენობრივი კვლევის "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" დაწყების შესახებ. ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა მოვალეობები, რის შემდეგაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს ონლაინ კითხვები გადაეგზავნათ.

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი  სამშვიდობო სტრატეგიის მიხედვით განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს.შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესში და ახალი ღონისძიებები დაგეგმეს.

წყალტუბოში, ახალგაზრდულმა ჯგუფმა მშვიდობის თემაზე დისკუსია გამართა.ისაუბრეს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლზე . მონაწილეებმა დაასაბუთეს , რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სამშვიდობო საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობა. ქალთა საინიციატივო ჯგუფი კვლევის პროცესში ჩაერთო. ანკეტების დახმარებით სულ 150 ბენეფიციარი გამოიკითხა. კვლევა მიზნად ისახავს ადამიანური უსაფართხოების ხარისხის შეფასებას გენდერული ნიშნით.

 ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს და "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" რაოდენობრივ კვლევას შეუდგნენ. ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე “მშვიდობა, ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივები” . მონაწილეებმა მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, გუნდური ტიპის სავარჯიშოებში ჩაერთნენ, სამშვიდობო სახის ინიციატივები შეიმუშავეს და პრეზენტაციები მოამზადეს. ტრენინგს USAID-ის პროგრამების მართვის სპეციალისტი, ახალგაზრდული პროგრამების მრჩეველი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენელი- გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა.

"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" რაოდენობრივი კვლევას შეუდგნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათ პასუხისმგებლობები და მოვალეობები გადაინაწილეს.

„ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას“ ისახავს მიზნად ფონდი „სოხუმის“ კვლევა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაატარებენ. პირველ ეტაპზე, რაოდენობრივ კვლევაში ონლაინ-ანკეტების საშუალებით 150 ადამიანი გამოიკითხება. სენაკში ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: მშვიდობა, ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობაში. მონაწილეებმა როლური თამაშებისა და ინტერაქციული სავარჯიშოების გამოყენებით იმსჯელეს მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ისაუბრეს ახალგაზრდების სამშვიდობო ინიციატივებზე.

რა უნარებია საჭირო ურთიერთობაში არსებული წინააღმდეგობების დასაძლევად, როგორ შევქნათ მშვიდობის კულტურა საზოგადოებაში, როგორია ახალგაზრდების როლი და მისია ამ საქმეში. -ძირითადად ამ საკითხებზე ისაუბრეს კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს.ქალბატონებმა დაიწყეს კვლევ სახელწოდებით "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება" .

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები