„მანამდე უბრალოდ მსიამოვნებდა ეს პროცესი. ახლა ცოდნასაც ვიღებ საკუთარ ჩვევებზე“.
„ფსიქოლოგთან კომუნიკაცია აქამდე არ მქონია და ძალიან მომწონს“.
„ჩვენ ყველას გვჭირდება ტკივილების მოშუშება. ამაში პოლიმერული თიხა გვეხმარება. ფსიქოლოგის შემოსვლამ პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა“.
ასე ამბობენ ქალები.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი პოლიმერული თიხის ხელოვნების სწავლებას თერაპიულ მხარდაჭერასთან ერთად აგრძელებს. ამით, მუშაობის პროცესში ფსიქოლოგიური რჩევებიც ბუნებრივად ჩნდება და კითხვებზე - პასუხებიც, რაც ძალიან მოსწონთ ქალებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში. აქტიური დისკუსია გამოიწვია მიგრაციის თემამ, რაც, მაყურებლის აზრით, საკმაოდ დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს სარეპეტიციო მუშაობა ახალ სცენებზე, ასევე მნიშვნელოვანია მოხალისეთა გუნდის რაოდენობრივი მატება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში აქტუალურია ისეთი ოჯახების იდენტიფიცირება, რომლის წევრებსაც კრიზისი აქვთ ურთიერთობაში. ინფორმაცია ქალთა უფლებებზე, კონფლიქტის მართვის საკითხებზე პრევენციულ ხასიათს ატარებს და ამცირებს ძალადობის გამომწვევ რისკებს.
შეხვედრებს ყოველთვიურად ახალი ბენეფიციარები ემატება, ფსიქოლოგის სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობაც გაიზარდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოებაში არაძალადობრივია გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რომელთაც საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრები ატარებენ.
მინისტადიონის მოწყობა თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობაში მცხოვრები დევნილთა თემის მიერ გამოვლენილი პრობლემაა. ამ საკითხზე მუშაობენ ფონდ „სოხუმში“ გადამზადებული ქალები. ისინი სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზეც ფლობენ ინფორმაციას და სხვებსაც უზიარებენ. მერიაში წარსადგენი წერილი მზად აქვთ და რეაგირებას დაელოდებიან. ქალებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი სოციალური პირობები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრები საკუთარ თემში აქტიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს.
ახლა დასახლება „კოტეჯებზე“ გიამბობთ - გურამ გაბისკირიას ქუჩაზე, სადაც ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირებაც მოხდა და ადვოკატირებაც დაიწყო: გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ისინი უკვე შესაბამისი უწყებების რეაგირებას ელოდებიან.
ეს ეტაპები სწორედ ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ამიტომ სჯერათ, რომ გუნდურ მუშაობას უკეთესი შედეგი და წარმატება მოაქვს.
დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალები კარგად ინფორმირებულები არიან სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე და ცდილობენ, უფრო გააქტიურდნენ, რათა თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ეს ფოტოები ასახავს სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე გაიმართა. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ადვოკატირების საკითხებზე სამუშაოდ მოამზადა საინიციატივო ჯგუფის წევრები. ახლა ისინი თავიანთ დასახლებებში ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით.
შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ გუნდურობის აუცილებლობაზე, საერთო ქონების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, საკუთარ თემში არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამოავლინეს პრობლემები და ადვოკატირების პროცესიც დაიწყეს. ახლა ისინი საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სხვებს, რათა მეტი ადამიანი ჩამოყალიბდეს ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორად.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქუთაისის დევნილთა თემში (ყოფილი კოოპერაციული ტექნიკუმი) გაიმართა სამუშაო შეხვედრა. საინიციატივო ჯგუფის წევრი ქალები, რომლებაც გაიარეს ტრენინგები, გაიღრმავეს ცოდნა და შეიძინეს ახალი უნარები, ახლა თავიანთ თემში ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს და ერთიანობის, სამოქალაქო აქტივიზმის, გუნდურობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობენ.
სადრენაჟე არხების არარსებობა, სარდაფებში დაგროვებული წყალი და შენობის დაზიანებული ფასადები - ამ პრობლემის იდენტიფიცირებაც მოახდინეს და ადვოკატირების პროცესიც დაიწყეს. აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინონ და დახმარება სთხოვონ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
წალენჯიხაში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. მოწვეულმა იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ. აქცენტი გაკეთდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისებზე და მათ მნიშვნელობაზე მსხვერპლთათვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების როლს და მოყვანილ იქნა სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის პოზიტიური გავლენის მაგალითები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ახალ კვლევაზე, რომლის მიზანია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული სერვისების ეფექტიანობის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება ეფექტიანობის გაზრდისთვის, რათა განისაზღვროს საჭირო სტრატეგიები და ახალი მიდგომები.
მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული (და/ან დაგეგმილი) სერვისების ღონისძიებების შესახებ. მოხდება სერვის პროვაიდერების მუშაობის გაცნობა, სერვისის მიმღებების/ბენეფიციარების დამოკიდებულებების, განწყობების და მოლოდინების შესწავლა.
ივნისში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ ბენეფიციარებთან, სერვისის მიმწოდებლებთან (კრიზისული ცენტრის, სახელმწიფო თავშესაფრის, ორგანიზაცია „მერკურის“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისებზე), რამაც საშუალება მოგვცა, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით შეგვესწავლა ამ კუთხით არსებული სიტუაცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდული გაძლიერების ცენტრები აქტიურად მუშაობენ სენაკის, ხობის, ქობულეთის, წალენჯიხის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგები ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემაზე. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც ინიცირებულ ღონისძიებებს ატარებენ და შემდგომშიც აპირებენ. ამ ეტაპზე ცენტრების წევრები ემზადებიან შემაჯამებელი შეხვედრისთვის და აქტიურად არიან ჩართულები ორიგინალური პრეზენტაციების მომზადების პროცესში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)