

ხონის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით. შეხვედრის თემა იყო დევნილთა შემწეობის რეფორმა. მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება რეფორმის მიმართ, დააფიქსირეს რეფორმის უარყოფითი შედეგები და აღნიშნეს საჭიროებათა კვლევის აუცილებლობა.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით
ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფმა 3 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩაატარა ფოკუს-ჯგუფი ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან და ჩაღრმავებული ინტერვიუ გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან.
ამ შეხვედრების მიზანია თვითმმართველობის მუშაობის შედეგების გამოვლენა ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით. გამოიკვეთა ფაქტორებ, რომლებიც ხელს უშლის ძალადობის პრევენციის პროცესს.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ძალადობის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებით“ ფარგლებში ჩატარდა სპორტული ღონისძიება სლოგანით „ჯანსაღი ცხოვრების წესი - ძალადობის წინააღმდეგ!“
1-ლი დღე მიეძღვნა შმმ პირთა შორის შეჯიბრებას შაშში, ნარდსა და ჭადრაკში.
11 ივლისს ჩატარდა შეჯიბრება ხელბურთში, ჭიდაობაში.
ღონისძიებები ჩატარდა ქალაქ ფოთის მერიის ახალგაზრდული სამსახურის მხარდაჭერით და მათი თანადგომით. მოწვეულნი იყვნენ დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდები, ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლები.
ყველა მონაწილეს გადაეცა მაისური, სერტიფიკატი, გამარჯვებულებს - დიპლომები.
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს სრულდება კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. სწორედ ამ თარიღს დაუკავშირა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა თავისი მინი-პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება - არაძალადობრივი საზოგადოებისათვის“.
ცენტრის აქტივისტებმა ჩაატარეს მოსამზადებელი მუშაობა, დაბეჭდეს პოსტერი-კალენდარი მოწოდებით „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“. პოსტერის ფოტოზე არის ქალაქ ფოთის ჭიდაობის სკოლის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა გუნდი „ფალავანი“.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა 10 დეკემბერს ორგანიზება გაუკეთა შეჯიბრებას ჭიდაობაში. ეს იყო პროექტის ფინალური ღონისძიება - საინტერესო, შთამბეჭდავი და საკმაოდ ეფექტური. დარიგდა საინფორმაციო მასალები - ყველამ გაიგო 16-დღიანი კამპანიის შესახებ და იმაზე, რომ შეუძლიათ და უნდა შეიტანონ წვლილი ძალადობის პრევენციის პროცესში.



11 სექტემბერს ფონდ „სოხუმს“ ესტუმრნენ საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-ის ევრაზიის პროგრამების მენეჯერი სოფია პაგსლი და თანამშრომელი კამილ მარკეტი. ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით ფონდ „სოხუმს“ არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. სტუმრები გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის მიმართულებებს, სამშვიდობო საქმიანობას, სამომავლო გეგმებს.
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი გენდერულ პრიზმაში - სტუდენტური მიდგომები, პრობლემების მოგვარების ეფექტური მექანიზმები“.
მოხსენებებში სტუდენტებმა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გენდერულ დისკრიმინაციაზე გააკეთეს აქცენტი: ქვოტების სისტემა, საპენსიო ასაკი, დისბალანსი ქართულ პოლიტიკაში. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, უნივერსიტეტის ლექტორები...
კონფერენცია დისკუსიით გაგრძელდა. მონაწილეთა აზრით, გენდერული თემით სტუდენტების დაინტერესება მნიშვნელოვანია, რათა ის საკითხები, რომლებიც დღეს ასე მწვავედ დგას ჩვენს საზოგადოებაში, ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული იყოს.
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მონაწილეებმა მოკლე ანგარიშები წარმოადგინეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. ადგილობრივი გენდერული საჭიროებები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის რეკომენდაციები - ამ კითხვებზე პასუხი კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტის ფარგლებში სტუდენტების ჯგუფთან გამართულ ტრენინგზე. საბჭოს მუშაობის გაცნობის მიზნით სხდომას პროექტში ჩართული სტუდენტებიც დაესწრნენ.
დღის წესრიგის მიხედვით, საბჭოს წევრებმა სხდომის დასასრულს დააფიქსირეს ახალი პროექტის იდეები, რომელთა ირგვლივ მუშაობა საინიციატივო ჯგუფში გაგრძელდება.


