დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. ამ საკითხს მიეძღვნა საინფორმაციო შეხვედრა ხონის დევნილთა დასახლებაში. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დევნილთა რეფორმასა და ცვლილებებზე. მათ შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც განხილვისათვის მიეწოდება დევნილთა და განსახლების სამინისტროს.
(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით







ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პირველად ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა. ლექტორებმა და საბაჟო ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ.
- უნივერსიტეტი 17 წლისაა და 300-ზე მეტ სტუდენტს ითვლის. მათ შორის არიან ახალგაზრდები რეგიონებიდან, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. გაგვიჩნდა სურვილი, ჩავერთოთ ფონდი „სოხუმის“ აქტივობებში. კარგი იქნება, გენდერული ცნობიერების ამაღლების კუთხით ახალგაზრდებს ჩაუტარდეთ ტრენინგები, რადგან ეს დაეხმარებათ მათ ჰარმონიული ოჯახების შექმნაში, - აღნიშნა პროფესიული პროგრამების მენეჯერმა იზოლდა ხალვაშმა.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ქუთაისში, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში, იმერეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმზე ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“, ფარგლებში ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა გაიმართა.
ფონდის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს პროექტის მიზნები, ამოცანები, ჩატარებული ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩეხეთის გამოცდილებას სამოქალაქო მონაწილეობის და გენდერული მარკერების გათვალისწინების კუთხით; ასევე კვლევებს, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება ადგილობრივი გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია. კვლევები შეეხება ადგილობრივ დონეზე გენდერული ბიუჯეტირების პრაქტიკას და გამოწვევებს; გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმებს და სხვ., დახატავს საინტერესო სურათს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოცდილების, გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებებით.
შეხვედრის მონაწილეების აზრით, არის შესამჩნევი უკუსვლა ადგილებზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენების კუთხით. მიზეზად დასახელდა არჩევნების შედეგად ახალი ადამიანების მოსვლა ადგილობრივ თვითმმართველობაში, რაც გენდერული განათლების, კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის გამოყენების, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას უჩვენებს.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
18 ივლისს ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაციის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე მოწვეული იყო საკრებულოს დეპუტატი ლელა ქელბაქიანი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რიგ პრობლემებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს მათი მოგვარების გზების მოძიებაში დახმარება სთხოვეს.
საინფორმაციო შეხვედრას ოზურგეთის №1 საბავშვო ბაღში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ესწრებოდა საკრებულოს დეპუტატი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი ირინა საჯაია.
ბაღის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ აღსაზრდელები უზრუნველყოფილნი არიან კარგი პირობებით, აქვთ სათამაშოები, თბილი და მზრუნველი გარემო, გულისტკივილი გამოთქვეს თავიანთი დაბალი ანაზღაურების გამო და ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ დიდი ინტერესით დაესწრებოდნენ ტრენინგებს გენდერულ თუ სხვა მათთვის საინტერესო თემაზე.
აქტიური ქალბატონები მოწვეულ იქნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე, რომელიც ჩანიშნულია აპრილში. ხოლო შეხვედრაზე დასმული საკითხი იმავე დღეს განხილული იყო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. დაფიქსირდა, რომ უახლოეს თვეებში შეიმუშაონ სატრენინგო პროგრამა საბავშვო ბაღებისთვის.
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა გამართა საინფორმაციო ფორუმი დევნილებისთვის. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „სოხუმმა“.
იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს საარსებო წყაროების გაზრდასთან დაკავშირებული სერვისები (დასაქმება, პროფესიული მომზადება და გადამზადება, არაფორმალური განათლება, სტაჟირება...) შესთავაზეს