ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივ ბიუჯეტში რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესი შეაფასა და იმ საკითხების ლობირების სტრატეგია დასახა, რომელთა გადაწყვეტა ჯერ ვერ ხერხდება.
მოსმენილი იქნა ინფორმაცია  „16-დღიან  კამპანიაში“ მონაწილეობაზე, საბჭოს ეგიდით მიმდინარე პროექტებზე, ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებთან და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონკრეტულ „ქეისებზე“.
განსაკუთრებული ინტერესით იქნა განხილული იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტები, რომლებიც ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაში თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს (მათ შორის ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეაგირების და პრევენციის კუთხით). 

  

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ სამუშაო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქობულეთის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან. საუბრის თემა შეეხებოდა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლებაში ხდება გენდერული თანასწორობის საბჭოების ინსტიტუციონალიზაცია, ასევე - თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდა  ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისთვის. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს თემა საკმაოდ აქტუალურია მუნიციპალიტეტში, გამოიკვეთა ძირითადი გამოწვევები, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები - განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოების ინფორმირების, ქალთა ჯგუფების, ახალგაზრდების გააქტიურების კუთხით.

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრები ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებთან, რომლებიც ადგილობრივი სოციალური ჯგუფების გენდერულ  საჭიროებათა კვლევას ატარებენ.  კიდევ ერთხელ დაზუსტდა კვლევის გრაფიკი, განისაზღვრა ანგარიშის წარდგენის  ვადები. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ისევე, როგორც შარშან, მოხერხდება პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომში თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მათი ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის კუთხით.
საბჭო ცდილობს თავისი  წვლილის შეტანას ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების  მხარდაჭერის საკითხში. ამას მოწმობს ფონდი „სოხუმიდან“ ნაწილობრივი დაფინანსებით მერიისთვის „თავისუფალი ინიციატივების კონკურსში“ წარდგენილი პროექტები. ჩვენდა სასიხარულოდ, თვითმმართველობიდან  ამ დროისათვის უკვე მიღებულია ერთ-ერთის დაფინანსების თანხმობა.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

  

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობები და ახალი სამოქმედო გეგმის ასპექტები - ამ თემაზე გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“.

შეხვედრას უძღვებოდნენ სოფიო ჯაფარიძე - პრემიერ მინისტრის თანაშემწე; გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და ანა ფაშალიშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები და ამ თემაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

თემატიკა: PIN-ის დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მოკლე მიმოხილვა;  მუნიციპალიტეტის სოციალური პრიორიტეტები - სარეკომენდაციო წინადადებები „პრიორიტეტების დოკუმენტისთვის“; ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის ძირითადი მიგნებები; სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების („პანაცეა“, „მწვანე რეგიონები“, დევნილთა ინტეგრაციის ცენტრი) საქმიანობის მოკლე ანგარიში; გლობალური დასაქმების ონლაინ პლატფორმის „ციფრული მოქალაქის“ პროექტი - როგორც პერსპექტივა ხონის სოციალური სტრატეგიის რეალიზებისთვის.

სხდომაზე გამოიკვეთა ახალი ინიციატივები უფრო ეფექტური  სოციალური პოლიტიკის დასანერგად, გაიმართა დისკუსია ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული სოციალური დახმარების სახეების თაობაზე. საუბარი შეეხო სკოლამდელი განათლების სერვისში არსებულ გამოწვევებს. დაისახა თვითმმართველობის და სამოქალაქო ჯგუფების ერთობლივი სამომავლო სტრატეგია შშმ ახალგაზრდების დღის ცენტრის საქმიანობის გაფართოებისთვის.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

    
ქ. ბათუმის N2 სკოლაში პროექტის „ბათუმის ახალგაზრდები არაძალადობრივი საზოგადოებისათვის“ ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდული სამოქალაქო ფორუმი. პროექტს ახორციელებდა ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული გაერთიანება „სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფი“ ბათუმის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით.
ფორუმს ესწრებოდნენ ბათუმის სკოლების მოსწავლეები, პედაგოგ-მასწავლებლები, თვითმმართველობის, გენდერული საბჭოს, ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. ბათუმის 6 სკოლაში დაფუძნებულმა ახალგაზრდულმა ფორუმ-თეატრებმა  პრობლემაზე რეაგირებისათვის მაყურებელს შესთავაზეს ხელოვნების ინოვაციური მეთოდი, რომლითაც ხდება რიგითი მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართვა პრობლემის მიზეზების, მისი გადაწყვეტის გზების ძიებაში.  სკოლების მიერ მომზადებული ფორუმ-თეატრის წარმოდგენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ჩამოყალიბდა წინადადებები და რეკომენდაციები ძალადობის პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიმართულებით. ჯგუფური სამუშაოების დროს ახალგაზრდებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სოციალური ტოლერანტობის და ბულინგის პრობლემას. ასევე აღინიშნა აჭარის მაღალმთიან სოფლებში ძალადობის პრობლემაზე ინფორმირების კუთხით მუშაობის აუცილებლობა.
პროექტი ხელს შეუწყობს ძალადობის პრობლემის სწორ გააზრებას, მის მიმართ შეურიგებლობას, საზოგადოების გაერთიანებას ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარებისათვის.

    

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი, ფოთის მე-7 და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლები - კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ კლუბებში.

თემა აქტუალური და მნიშვნელოვანი: გენდერული ძალადობა, მიზეზები და მექანიზმები პრევენციისთვის.

შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს ძალადობის მიზეზებზე, მენტალიტეტზე. ერთმა მონაწილემ, რომლის დედა საზღვარგარეთაა, აღნიშნა: „მე წინააღმდეგობას ვუწევ მამას, რომელიც არ მუშაობს და დედას თხოვს ფულს. ჩვენ ბევრჯერ შევთავაზეთ, თვითონ წასულიყო და დედა შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ ამაოდ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ცხოვრება არ მქონდეს. ჩემი ოჯახი დიდი გაკვეთილია ჩემთვის“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ხონის მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-8 სხდომაზე საბჭოს წევრებმა შეაჯამეს განხორციელებული აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ახალი სერვისების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ინკლუზიას.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაყოფნა, განაგრძონ თანამშრომლობა ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და, ამავდროულად, ხელი შეუწყონ სერვისების სიცოცხლისუნარიანობას. ამისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება გარკვეული თანხები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადვოკატირების თემას. განხილული იყო დევნილთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ რეფორმამდე საჭიროა კონსულტაციები  უშუალოდ ბენეფიციარებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა რეფორმა მაქსიმალურად იყოს მიმართული დევნილთა ცხოვრების გაუმჯობესებისკენ.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

 

ადამიანური საფრთხეები განსხვავებულად აღიქმება სოფელ ხურჩაში (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი), აფხაზეთის საზღვრისპირა ზონაში. ეს მოსაზრება კიდევ უფრო განმტკიცდა მრგვალ მაგიდასთან, რომელსაც ესწრებოდნენ აქტივისტი ქალები კოკიდან, ხურჩიდან (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევიდან (გალის მუნიციპალიტეტი).  

შეხვედრა დაიწყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციით, რომელიც სპეციალურ პუბლიკაციაში გაერთიანდა.

შემდეგ მონაწილეებმა მოისმინეს ცალკეულ ქალაქებში შემუშავებული რეკომენდაციები. ქალებმა განსაკუთრებული ემოციით ისაუბრეს სოციალურ პრობლემებზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მათი აზრით, ადამიანური საფრთხეები კონფლიქტის ზონის სოფლებში უფრო გამძაფრებულია და საზოგადოების ყველა რგოლი უნდა იყოს მობილიზებული, რათა უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

    

2 თებერვალს ფონდ „სოხუმს“ სტუმრობდნენ შვედეთის ქალთა ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები: ელისაბედ ბრანდბერგი (რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში) და ჯოანა არკასენი (საველე წარმომადგენელი საქართველოში).

სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდის მუშაობასა და მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრის ბოლოს მათ გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები.

ელისაბედ ბრანდბერგი: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი საქმიანობის გაცნობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიმართულებით ცდილობთ ქალთა უფლებების დაცვას. ცდილობთ, შეახსენოთ ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულებები საზოგადოებასთან მიმართებაში.“

ჯოანა არკასენი: „უკვე მეორედ ჩამოვედი ფონდ „სოხუმში“. ვიცი და მომწონს თქვენი აქტიურობა. სამშვიდობო საქმიანობა რთულია, მაგრამ აუცილებელი. კარგად ჩანს, რასაც აკეთებთ ქალთა მხარდასაჭერად. საინტერესოა თქვენთან მუშაობა.“

Kvinna till Kvinna ფონდი „სოხუმის“ მხარდამჭერია 2002 წლიდან, რაც სამშვიდობო მიმართულებით სისტემატიური მუშაობის საშუალებას იძლევა.  

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები