






ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით 12-15 აპრილს, ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის თემაზე „კომპლექსური მიდგომები ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში: გენდერული, სოციალური, პროგრამული და სამოქალაქო ბიუჯეტირება“. მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი ხელისუფლების გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, შეადგინეს სამოდელო ადგილობრივი გენდერული პროგრამები პროგრამული ბიუჯეტის პრინციპით. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა.
როგორ უნდა მოხდეს პრობლემების რანჟირება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება; როგორ შეიძლება კარგი საპროექტი იდეის ქცევა კარგ საპროექტო განაცხადად; რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ორგანიზაციები პროექტების წარდგენისას - ტრენინგზე ეს და ბევრი სხვა სასარგებლო და საინტერესო საკითხი იქნა განხილული.
ტრენინგი თემაზე „ფონდების მოძიების უნარ-ჩვევები და საპროექტო წინადადებების შემუშავება“ გაიმართა 19-22 აპრილს ბორჯომში. მასში მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც პროექტებზე მუშაობენ. ტრენინგი ჩაატარა ბელგიიდან მოწვეულმა სპეციალისტმა მარინა გურბომ.
8-10 თებერვალს წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „თვითმმართველობის ბიუჯეტის თანამონაწილეობითი მონიტორინგი“. მასში მონაწილეობა მიიღეს სამიზნე ორგანიზაციებმა, მათ შორის ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ორგანიზაციები გამოიყენებენ თავიანთი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სოციალური ნაწილის მონიტორინგისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებისთვის. პროექტს ახორციელებენ ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი.
(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
„დიზაინი და პროექტის მართვა“ - ასეთი იყო სენაკში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს
წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის გამართული ტრენინგის თემა.
მონაწილეები გაეცნენ ფანდრაიზინგის ტექნოლოგიებს, პროექტის საბაზო და მნიშვნელოვან ელემენტებს და დაწერის სტრუქტურას, ლოგიკური მატრიცის გამოყენებას.
ჯგუფური სამუშაოების დროს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ახალი საპროექტო იდეები გაუჩნდათ. მონაწილეები ცდილობდნენ, სწორად ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პროექტების მიზნები, ამოცანები და შედეგები.
მიღებული ცოდნა იმის გარანტია, რომ ისინი დამოუკიდებლად შეიმუშავებენ პროექტებს და შეძლებენ ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით


ქუთაისის გენდერული საბჭოს პროექტი „გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისათვის“ მომდევნო ეტაპზე გადავიდა (პროექტი ხორციელდება ქუთაისის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით).
აპრილში გაიმართა რეგიონალური კონფერენცია, 13 მაისს კი ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი სტუდენტებთან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები გენდერული თანასწორობის საკითხებზე; გაეცნენ ადგილობრივი ბიუჯეტის სტრუქტურას, პრიორიტეტებს; გაიაზრეს, რამდენად ეფექტურია სტუდენტების ჩართულობა, რეკომენდაციების მომზადებაში ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას.
ტრენინგში სამი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტის შესაბამისად, ისინი გააგრძელებენ ვორკშოპების ჩატარებას წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის კორპუსში.
ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი პროექტის „თემთა მობილიზება ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის“ ფარგლებში. ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები მათხოჯის, კუხის, ნახახულევის, გოჩაჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში და თვითმმართველობის თანამშრომლები.
ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა, განხილულ იქნა პრაქტიკული მაგალითები, სტატისტიკური მონაცემები. შეკრებილებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის მიზეზებსა და პრევენციაზე. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება მათხოჯში, კუხში და ნახახულევში, რაც ხელს შეუწყობს თემის მობილიზებას ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის.
ხობში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი პროექტის „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში.
ტრენინგის თემა „არჩევნები - როგორც დემოკრატიის საფუძველი, პოლიტიკური სისტემა და ქალთა როლი ამ პროცესებში“ საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ აქტიურადაა ჩართული საარჩევნო პროცესში და ტრენინგი დაეხმარა, რომ უფრო ღრმად ჩაწვდეს კონკრეტულ საკითხებს და უფრო მომზადებული შეხვდეს არჩევნებს.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
12 მაისს წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მცირე მეწარმეობის საფუძვლები და ბიზნეს გეგმის შედგენა“. მასში მონაწილეობა მიიღო 13-მა ახალგაზრდამ. რომლებმაც გაიარეს კომპიუტერისა და ჭრა-კერვის კურსები. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა შეიმუშავეს ბიზნეს-გეგმები. მათ საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პროექტების კონკურსში და მიიღონ სამახსოვრო პრიზები, რომლებიც დაეხმარებათ მათ თავიანთი იდეების განხორციელებაში.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
წყალტუბოში ჩამოყალიბებული ამომრჩეველ ქალთა კლუბისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „არჩევნები - როგორც დემოკრატიის საფუძველი, პოლიტიკური სისტემა და ქალთა როლი ამ პროცესებში“. არჩევნები აქტუალური თემაა და მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მწვრთნელებისგან.
ტრენინგი აქტიური დისკუსიის ფონზე მინდინარეობდა. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ თუ ქალები იქნებიან გადაწყვეტილების მიღების დონეზე, წინა პლანზე საჭირბოროტო საკითხები წამოიწევს. ამისათვის თავად ქალებმა უნდა შეუწყონ ხელი იმ აქტიური ქალბატონების წარმოჩენას, რომლებიც მათ თემში არიან.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით