ფონდმ „სოხუმმა“ ასეთი მოდელიც ჩამოაყალიბა - წარმატებით ფუნქციონირებს არაფორმალური ჯგუფი, რომელსაც, პირობითად, დაზარალებულის დახმარების სოციალურ პარტნიორთა ქსელს ვუწოდებთ. მასში გაერთიანებულნი არიან: ფონდის სოციალური მიმართულების სპეციალისტები, ფსიქოლოგი, იურისტი; ადგილობრივი ხელისუფლების სოციალური სამსახურის სტრუქტურები, განსაკუთრებით ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება; სახელმწიფო სოციალური მუშაკები, სახელმწიფო თავშესაფრის, კრიზისული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც, დებულების თანახმად, თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ ორი წლის მანძილზე ჩართულნი არიან ბენეფიციარის მდგომარეობის მონიტორინგში.
„ქსელი“ პერიოდულად იკრიბება, ძირითადად, ონლაინ ფორმატით და ფასდება როგორც შემთხვევის მართვის კუთხით არსებული მიღწევები, ასევე გამოწვევები; დგება მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია; იგეგმება მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოების, ახალი ძალადობის პრევენციისა და სოციუმში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებები.
„ქსელის“ პილოტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, აშკარაა სხვა შემთხვევებზე მულტიპლიცირების და მიღებული გამოცდილების გაზიარების უდიდესი მნიშვნელობა, რაც ძალიან გვახარებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)