დესერტი, კატლეტები და… მხარდაჭერა

მარინამ ლამაზი და ტკბილი უკრაინული დესერტი მოამზადა - ლვოვის „სირნიკები“, ანიამ კი - კატლეტები კიევურად. მარინა და ანია უკრაინელი ფსიქოლოგები არიან, ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობენ და ორივე, სხვა ქალებთან ერთად, მონაწილეობდა ქალთა ფონდ „სოხუმში“ უკრაინული სამხარეულოს დღის მოწყობაში 15 სექტემბერს. მათ აღნიშნეს, რომ საინტერესო, სასიამოვნო და სარებილიტაციო ღონისძიება გამოვიდა.

მათ პროფესიული კუთხითაც აქტიურად იმუშავეს სექტემბერში.

ანია შალიმოვა ამბობს, რომ შეხვდა ოთხ ახალ ოჯახს და ერთ ოჯახს - განმეორებით, ჩაატარა 12 ინდივიდუალური კონსულტაცია. იყვნენ მუდმივი კლიენტებიც და ახლებიც. ამასთანავე კონსულტაცია გაუწია ბავშვებს და მათ მშობლებს.

„უკრაინელებს დადებითად განაწყობთ ის, რომ მეც უკრაინიდან ვარ“, - ამბობს ანია. -  ისინი ინტერესდებიან, რომელი ქალაქიდან ვარ და როგორ გადავიტანე ომი. თუ  ჩემი მშობლიური ქალაქიდან არიან, მაშინ ვარკვევთ, ვინ რომელ უბანში ცხოვრობდა“ (სწორედ ამიტომაც მოვიწვიეთ ორი უკრაინელი ფსიქოლოგი უკრაინელ ლტოლვილებთან სამუშაოდ).

მარინა სტეპანენკოს თქმით, „სექტემბერში ძალიან გაიზარდა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების აქტიურობა. უკრაინელი მეომრები იბრუნებენ რუსეთისგან ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას უკავშირდება უამრავი საგანგაშო ახალი ამბავი, რომლებიც პირდაპირ ეხება კლიენტებს. ოკუპირებული და ფრონტისპირა ადგილებიდან ლტოლვილები  დაძაბულები არიან, სტრესში იმყოფებიან. მუშაობისას ჩვენ ვლაპარაკობთ შიშზე, განცდებზე ახლობლების და თავიანთი სახლების გამო“.

მესამე ფსიქოლოგი - მანანა გოცირიძე  32 ადამიანს შეხვდა 10 უკრაინული ოჯახიდან. მან ქუთაისსა და წყალტუბოში ჩაატარა პირველადი ფსიქოსარეაბილიტაციო მუშაობა - კონსულტირება, ანამნეზის შეგროვება, ინფორმაციის მიწოდება ჩვენს ორგანიზაციასა და უფასო ინდივიდუალურ/ჯგუფურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე. გადასცა მათ ჩვენი ჰუმანიტარული პაკეტი (კვების პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის საშუალებები). 

შედეგებზე კარგად თქვა მარინა სტეპანენკომ: „ვმუშაობთ მდგომარეობის დასტაბილურებაზე და იმის შესაძლებლობების ძიებას ვცდილობთ - რომ მეტად იზრუნონ თავიანთ თავზე.  ქალები აღნიშნავენ, რომ მარტო ამ ყველაფრის გადატანა ბევრად უფრო რთულია“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები