ჩვენს შესახებ (3)
12 დეკემბერი - განსაკუთრებული დღეა ფონდი „სოხუმისთვის“. ფონდი „სოხუმი“ - პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიიღო საერთაშორისო პრიზი ადამიანის უფლებების სფეროში.
საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებების ეროვნული საკონსულტაციო კომისიის პრიზის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ და თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ. პრიზი გადასცა საფრანგეთის ელჩმა ბატონმა პასკალ მენიემ.
ცერემონია გაიმართა თბილისში საფრანგეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.
ტელ: (+995 431) 27-29-02;
ტელ/ფაქ:(+995 431) 27 13-68
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
მისამართი: საქართველო, თბილისი 0194. მიცკევიჩის ქ. 29/29ა მეორე სართული, საოფისე ფართი #2
ტელ: (+995 5 99) 73 47 57;
ტელ/ფაქ:(+995 5 74) 73 47 578
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.
მას შემდეგ, რაც დევნილები გავხდით, უამრავ პრობლემას შევეჯახეთ. მათი მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვეძლო. გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთვის უფრო გასაგები იყო ის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ ქალებს აწუხებდათ.




ფონდი „სოხუმი" 1997 წელს დარეგისტრირდა (რეგისტრაცია №7) და 1999 წელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა მისი ხელმეორე რეგისტრაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.
ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
ორგანიზაციის ხედვა:
ორგანიზაციის სტრუქტურა:
ფონდის მართვას ახორციელებს გამგეობა და მისი თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს წესდებითა და შინაგანაწესით. გამგეობა მუდმივმოქმედი სამუშაო ორგანოა და შედგება 5 წევრისაგან. გამგეობის წევრები სამ თვეში ერთხელ იკრიბებიან, როცა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი არის თავმჯდომარე ალლა გამახარია.
ორგანიზაცია შედგება 28 თანამშრომლისაგან. ორგანიზაციის ყველა წევრი აქტიურად მუშაობს აქტივისტებთან და მოხალისეებთან.
ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ოპერატიულ გადაწყვეტილებებს იღებს ფონდის თავმჯდომარე.
პერსპექტიული და სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება ორგანიზაციის გამგეობის საერთო კრებებზე.
ძირითადი მიმართულებები, რომლითაც მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია:
- * ქალი და გენდერული თანასწორობა
- * ქალი და მშვიდობის მშენებლობა
- * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება
- * ახალგაზრდებთან მუშაობა
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის სახეები:
- * სამოქალაქო განათლება
- * კვლევა
- * ინფორმირება
- * ადვოკატირება