აქციები (51)
აქცია - ეს არის საშუალება, დაისახოს კონკრეტული მიზნები და ამოცანები გარკვეული პრობლემის ადვოკატირებისთვის. ფონდი „სოხუმი“ მართავს სამშვიდობო აქციებს, აქციებს გენდერული თანასწორობისათვის, ჰუმანიტარულ აქციებს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. 2001 წლიდან, ყოველწლიურად, ტარდება საინფორმაციო აქციები კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
27 ივნისს სოფელ წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდების აქცია, რომლის მთავარი სლოგანი იყო „არა - ძალადობას!“
ახალგაზრდებმა სოფლის თემში დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები. აქციით მათ პროტესტი გამოხატეს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ.
აქცია ჩატარდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ცოდნით ვძლიოთ ძალადობას“ ფარგლებში.



ოზურგეთის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით ქალაქის თეატრალურ მოედანზე გაიმართა აქცია „ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს!“
ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აქცია არის პროტესტი ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტების მიმართ.
აქციას შეუერთდნენ პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ახალგაზრდული ინიციატივებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი სამთავრობო უწყებებიდან გრძნიბენ.







პროტესტის აქცია გაიმართა ქალაქ ზუგდიდის ცენტრში. მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა, ახალგაზრდული კლუბის და ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა.
ისინი შეუერთდნენ დასავლეთ საქართველოს კიდევ 8 ქალაქში მიმდინარე აქციებს და გამოხატეს სოლიდარობა საერთაშორისო კამპანიისადმი „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.






ქუთაისი
|
ხონი
|
ბათუმი
|
ოზურგეთი
|
სენაკი
|
ზუგდიდი
|
წყალტუბო
8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ქალ-კანდიდატებს შორის წარმოდგენილია ბევრი ღირსეული და გამოცდილი ქალბატონი. მთავარია, ამომრჩეველმა მათზე გააკეთოს არჩევანი. სწორედ ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერად გამართეს აქცია 4 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა.
მშვიდობიანი მდუმარე აქცია ერთდროულად მოეწყო დასავლეთ საქართველოს შვიდ ქალაქში - ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აქციები გაშუქდა მედიასაშუალებების მეშვეობით.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს ქალი-კანდიდატების მიმართ, მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს საზოგადოებას და შეახსენეს, რომ თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში არის მშვიდობა, დემოკრატია, კეთილდღეობა!
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი წყალტუბოში აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. მისი ინიციატივით 25 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიხსნა ინფორმაციით კამპანიის შესახებ. საკრებულოს წევრებმა პროტესტი ცალსახად დააფიქსირეს და სოლიდარობა გამოხატეს.