ხონის ქალთა სიანიციატივო ჯგუფის ადვოკატირებული პრობლემა ეხებოდა იმ შენობებს, სადაც ჯერ კიდევ არ არის გამოცვლილი საწვიმარი ღარები. უკვე მოხდა მათი გაწმენდა და პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა.

აქტიურად გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. დასახლების მცხოვრებლები  ეცნობიან ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში არსებობდეს პროგრამა, რომლის ფარგლებში ბინათმესაკუთრეობის ამხანაგობები ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად თანამონაწილეობით განახორციელებენ  ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პეტიციის დარეგისტრირებით შესაძლებელი იქნება ცვლილების ინიცირება ადგილობრივ ბიუჯეტში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის ქალთა  საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა ონლაინ  გაიმართა. შეკრებილებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის შედეგებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგვისტოში  დასრულდა ადვოკატირების პროცესისთვის  დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ადვოკატირება ორი პრობლემის მოგვარებისთვის. ზუგდიდის მერიაში შესაბამისი წერილები დაარეგისტრირეს. ადვოკატირების პროცესი აქტიურად გაგრძელდება სექტემბერში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები, თუ რა მდგომარეობაა პრობლემათა ადვოკატირების კუთხით. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ადვოკატირების გეგმის მიხედვით მუშაობენ და მონიტორინგს უწევენ ცალკეულ პროცესებს.

„მუდმივად ვართ ჩართული პროცესებში, ვთანამშრომლობთ პასუხისმგებელ  სტრუქტურებთან, ვცდილობთ ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს არ დაეკარგოს აქტუალობა.“

„ადვოკატირების გეგმაზე მუშაობისას  ვიმსჯელეთ მოსალოდნელ რისკებზე, ამიტომ ბარიერები ჩვენს განწყობაზე არ მოქმედებს.“

ადვოკატირების პარალელურად, სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ თემში წარმოქნილი ახალი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის.  

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ონლაინ ფორმატში შეხვდნენ ერთმანეთს. შეკრებილებმა შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ადვოკატირების დინამიკა.

ჯგუფების ლიდერმა ქალებმა ისაუბრეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ახალ პრობლემებზე, ადვოკატირების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, შედეგებსა და გამოწვევებზე.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაციის საუკეთესო პრაქტიკა: გზამკვლევი „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“.  

ასევე, განხილული იყო სამომავლო გეგმები და ქსელის, როგორც ურთიერთდახმარების მექანიზმის,  მუშაობის  საკითხები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც განხილული იყო დევნილთა დასახლებაში იდენტიფიცირებული პრობლემები. ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც დღესაც დღის წესრიგში რჩება, კორპუსის გადახურვის საკითხია.

საინიციატივო ჯგუფმა ამ საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოს მერიაში კვლავ ჩაატარა შეხვედრა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქის მერი გენადი ბალანჩივაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჩხაიძე, დევნილთა სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი დავით ჭეიშვილი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს პრობლემის ადვოკატირებას.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა პრიორიტეტული პრობლემების ადვოკატირების დინამიკა. ამ პრობლემებზე ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. სწრაფი რეაგირებისთვის ჯგუფის ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოამზადეს წერილი ქალაქის მერის და გენდერული საბჭოს სახელზე.

საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების იდენტიფიცირება დაიწყო და  ადვოკატირების გეგმა ჩამოაყალიბა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წარმატებული ადვოკატირებისთვის აუცილებელია, გვყავდეს მეტი თანამოაზრე, რომ პრობლემის მნიშვნელობა დასაბუთებულად იყოს წარმოდგენილი. ეს მიზანი დაისახა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ხონში, რადგან პრობლემა სიღრმისეულად  აღიქვან დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებმა.

ივლისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი - მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში არსებობდეს პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს ბინათმესაკუთრეობის ამხანაგობებს, თვითმმართველობასთან თანამონაწილეობით განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრების შედეგად მონაწილეებმა გააანალიზეს, რომ ამ გზით  მაქსიმალურად მეტი მნიშვნელოვანი საკითხი გადაიჭრება დევნილი თემის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე პრობლემების ანალიზის საფუძველზე ადვოკატირების გეგმებზე იმუშავეს. გეგმებში ყველა აქტივობა გაწერილია და განსაზღვრულია მოსალოდნელი რისკები. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სწორად გაწერილი ადვოკატირების გეგმა ხელს შეუწყობს პრობლემების ეფექტიან მოგვარებას.

ივლისში ჯგუფის მუშაობის სტრატეგიაში პრიორიტეტები შეიცვალა: ძლიერი წვიმის შედეგად  დევნილთა დასახლებაში ახალი პრობლემები გაჩნდა, რაც მათ სამოქმედო გეგმაში აისახა.

სიტუაციის შეფასების მიზნით შეგროვდა ინფორმაციები, ფოტო და ვიდეომასალები, კომუნიკაცია შედგა  პასუხისმგებელ პირებთან.

ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული, იგეგმება სამინისტროების ჩართვაც, რათა სტიქიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

პრობლემების ხე, ქალთა საინიციატივო ჯგუფის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული რისკები - ამ საკითხებზე ისაუბრეს მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

მათ გამოკვეთეს პრიორიტეტული პრობლემები, განიხილეს მათი მოგვარების გზები და დაიწყეს მუშაობა ადვოკატირების გეგმაზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს პრობლემები, რომელთა ადვოკატირება უკვე მოხდა. მათ ასევე განიხილეს პრიორიტეტული პრობლემები და მათგან განსაკუთრებით აქტუალურები ამოარჩიეს.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს პრობლემების მოგვარების  გზებზე  და კონკრეტული აქტივობების შესრულებაზეც დაიწყებენ მუშაობას. 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები