ხონის მუნიციპალიტეტისა და ქუთაისის  ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებმა  ,,რეზოლუცია 1325 - ის ,, სტრატეგიით შემუშავებულ აქტივობებზე იმსჯელეს და ქალთა ჩართულობის  აუცილებლობა და მნიშვნელობა აღნიშნეს. შემდეგ კი  16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის  ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს. რაც შეეხება ხონის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს, ისინი სამოქალაქო ფორუმზე შემუშავებული აქტივობების განსახორციელებლად აქტიურად მუშაობენ და  მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის კულტურის დანერგვასა და ნდობის აღდგენის საკითხებში  ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა   ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლების მიერ ჩატარებული   ტრენინგი თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.“

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

წაწალენჯიხის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს.შეხვდრაზე ერთმანეთს ინფორმაცია გააცნეს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშვიდობო ინიციატივები გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. ჯგუფის წევრებს უკვე შექმნილი აქვთ სამშვიდობო სტრატეგია და მუშაობა ამ სტრატეგიის მიხედვით გაგრძელდება. „ჩვენ ყველაზე მეტად ვგრძნობთ მშვიდობის ფასს, რადგან ჩვენ წინ გამყოფი საზღვარია. უნდა ვიშრომოთ მშვიდობისთვის, ეს აუცილებელია. "-ასეთი იყო ჯგუფის წევრთა საერთო განწყობა. შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის გეგმაზე იმსჯელეს. ფახულანის ქალთა ჯგუფი ძალადობის მსოფლიო პროტესტს სხვადასხვა აქტივობით შეუერთდება.

ქალთა ჩართულობა და როლი სამშვიდობო პროცესში,ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია და დაგეგმილი აქტივობები-ამ თემებზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე იმ აქტივობებზე იმსჯელეს,  რომელიც რეზოლუცია 1325 - ის სტრატეგიით შემუშავდა.  სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი კამპანიას უერთდება და საკუთარი აქტივობის გამართავსაც გეგმავს.

კამპანიის ფარგლებში ღონისძებების დაგეგმვას კოკის ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფიც აპირებს.ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც მათ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ასევე იმსჯელეს ახალგაზრდების  როლზე  მშვიდობის შენარჩუნებაში, სოციალური ერთიანობის გაძლიერებასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაში.

აღინიშნა, რომ  ახალგაზრდული რესურსი და მოხალისეობრივი აქტივობები ხელს შეუწყობს მშვიდობის კულტურის დანერგვას და მის პოპულარიზაციას მომავალ თაობაში.

სოფელ კოკის ახალგაზრდა საინიციატივო  ჯგუფის წევრებმა  ახალგაზრდების ჩართულობით  შემუშავებული სამშვიდობო აქტივობების გეგმა განიხილეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე იმსჯელეს, რომელიც რეზოლუცია 1325 - ის სტრატეგიით შემუშავდა. განსაკუთრებული აქცენტი სამშვიდობო აქტივობებში ქალთა ჩართულობაზე გამახვილდა.  საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრის მეორე ნაწილი  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო 16 დღიანი კამპანიის გეგმის განხილვას დაეთმო  . მნიშვნელოვანია ის, რომ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფი 16 დღიან კამპანიას საკუთარი აქტივობებით შეუერთდება. მშვიდობის შენარჩუნება, სოციალური ერთიანობის გაძლიერებასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაზე კი სოფელ დიდინეძის ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.დეტალურად ისაუბრეს , თუ რა ღონისძიებებს დაგეგმავენ კამპანიის ფარგლებში. ჯგუფის წევრებმა განიხილეს და იმსჯელეს სამშვიდობო აქტივობებში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზე .

გამარჯობა, მე ვარ კუკავა ელეონორა, ფონდი ,, სოხუმის“ მოხალისე და მინდა მოგითხროთ ჩემი ,,წარმატების ფორმულის“ შესახებ.

მინდა გაგიზიაროთ ,ის ემოციები და შთაბეჭდილებები რაც უშუალოდ ამ პროექტთან, ფონდ ,, სოხუმთან“ მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერებს, რომ მომცეს საშუალება მიმეღო მეტად საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. ეს პროექტი იყო ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებით შევასრულე. მივიღე გამოცდილება პროექტების წერაში, რაც აქამდე არ ვიცოდი და მომეცა საშუალება განმეხორციელებინა ჩვენი ჯგუფის მიერ დაწერილი პროექტი სახელწოდებით: ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია.’’

ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობებში, ჯგუფურ სამუშაოებში, ვესწრებოდი ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე:,,როგორ აღმოვფხვრათ კომფლიქტი,’’ ,, სტერეოტიპები და ტოლერანტობა’’ და სხვა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგისმომცემი გამოდგა.  ტრენინგების მსვლელობისას გვესტუმრა ფონდი სოხუმის ,, ფორუმ თეატრი“, გარდა ამისა, დავესწარით სამოქალაქო ფორუმს ქუთაისში თემაზე :,, ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა-მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად.’’  ამ ფორუმის ფარგლებში დავწერეთ თემა სახელწოდებით: ,, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი“, რაც დამეთანხმებით, რომ თითოეული ქართველისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. აქვე დავამატებდი იმას,  რომ პროექტმა საშუალება მოგვცა ვწვეოდით ქალაქ სტამბულს ,სადაც ჩაგვიტარდა ტრენინგი ფორუმ თეატრის არსის შესახებ.

„ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში  - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“ - ასე ეწოდება ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის კონსოლიდირებულ მონაცემთა  ანგარიშს.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის  დამოკიდებულებების შესწავლა ქალის მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებსა და სტერეოტიპებზე ქალის როლის შესახებ, შემაფერხებელ ბარიერებსა და ხელისშემწყობ ფაქტორებზე.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

24-28 სექტემბერს სტამბულში გაიმართა ტრენინგი პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებისთვის თემაზე ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და გამოცდილება.

სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდული კლუბები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ფორუმ-თეატრის დამფუძნებლების, როლისა და მნიშვნელობის შესახებ მიმდინარე ცხოვრებისეული პრობლემების გააზრებასა და მათი გადაჭრის პოვნაში. ტრენერების მიერ შემოთავაზებულმა სხვადასხვა სავარჯიშოებმა და დავალებებმა ტრენინგი უფრო კრეატიული, საინტერესო და სახალისო გახადეს, ასევე მონაწილეებმა დამოუკიდებლად შეძლეს სცენარების მომზადება და მცირე სცენების დადგმა. ახალგაზრდებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, შეადგინეს სამომავლო გეგმები, რათა დანერგონ ფორუმ-თეატრი თავიანთ კლუბებში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფონდი "სოხუმის“ მიერ შექმნილ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში თითქმის ერთი წლის წინ გავწევრიანდი და ამ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში ვისწავლე ძალიან ბევრი რამ.

ჩემთვის ბევრისმომცემი იყო სხვადასხვა აქტივობები, საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები. ვფიქრობ, რომ ფონდ „სოხუმს“ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ და აფხაზ თანატოლებს შორის ურთიერთობების დათბობაში.  მართლაც, ჩვენი თითოეული ტრენერი და ხელმძღვანელი მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი განვითარებისთვის რაც ნამდვილად დასაფასებელია.  კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ფონდ " სოხუმის" თითოეულ წევრს იმ ცოდნისა და გამოცდილებისთვის რაც მათთან ერთად მუშაობის დროს მივიღე.

ზოგი მონაწილე პირველად იყო ტრენინგზე და ძალიან მოეწონა სწავლების ეს ფორმა.  უფრო გამოცდილები მეტად აქტიურობდნენ და ერთვებოდნენ მუშოაბაში.

რა საჭიროა კონფლიქტების ანალიზი? როგორ ვმართოთ კონფლიქტი? ამ და სხვა უამრავ საკითხებზე ისაუბრეს მოზარდებმა ტრენერთან ერთად.

ტრენინგი სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა. სხვადასხვა მეთოდმა - დისკუსია, თამაში, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციები - სახალისო და საინტერესო გახადა სატრენინგო პროცესი.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

21 სექტემბერი - მშვიდობის საერთაშორისო დღე - 1981 წლიდან აღინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.

ეს დღე ფონდი „სოხუმმაც“ განსაკუთრებით აღნიშნა და მიუძღვნა მას რიგი ღონისძიებებისა - საინფორმაციო შეხვედრები და აქციები, რომლებიც მთელი თვის მანძილზე გრძელდებოდა.

ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუკეთესო გამოხატულებაა იმისათუ რა არის ჩვენი მუშაობის მთავარ მიზანს, რისი მიღწევა გვსურს და რაში ვდებთ შრომას.

სამიზნე მუნიციპალიტეტებში 20 მდე შეხვედრა ჩატარდა ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივოჯგუფებთან ამ თემაზე, ჯგუფების წევრებმა მიიღეს მონაწილეობა აქციებში და შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები