„როგორ ვიმუშაოთ ახალგაზრდულ ჯგუფებთან კონფლიქტების მოგვარებისთვის“ - ასე ჰქვია მეთოდურ სახელმძღვანელოს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ გამოუშვა ახალგაზრდა ტრენერებისთვის.

სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში  იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც  გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიის საკითხებზე. კრებულში შევიდა 4 თემა, რომელზეც იმუშავეს დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა: კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები; ინფორმირების როლი კონფლიქტის მოგვარებაში; გენდერი და გენდერული ასპექტები კონფლიქტის დარეგულირებაში; მასკულინურობის გავლენა კონფლიქტზე. სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია ტრენერისთვის საჭირო ინფორმაცია: ტრენინგის სტრუქტურა და ტრენერობის ხელოვნება.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

„სამი სახის ჭეშმარიტება არსებობს: ჩემი ჭეშმარიტება, შენი ჭეშმარიტება და ზოგადი ჭეშმარიტება.“ - ეს ჩინური გამონათქვამი უძღვის ოქტომბრის საინფორმაციო ბიულეტენს.

ბიულეტენი ეძღვნება ოჯახური კონფლიქტების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს - განსხვავებებს პიროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებს შორის.

პრობლემის აქტუალობასთან ერთად ბიულეტენში წარმოდგენილია ფსიქოლოგის რჩევებიც და ის დაეხმარება მკითხველს სწორი გადაწყვეტილების, ტოლერანტული დამოკიდებულების და ზოგადი ჭეშმარიტების პოვნაში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოჯახური ძალადობის განვითარების მრავალწახნაგოვან პრიზმაში ერთ-ერთი სერიოზული ადგილი უჭირავს ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიც არის აზარტული თამაშები,  ალკოჰოლიზმი, ნარკომანია. ამიტომაც საინფორმაციო ბიულეტენის სექტემბრის ნომრის თემად იქცა „მავნე ჩვევები და ოჯახური ძალადობა“.

მასში ნაჩვენებია პრობლემის აქტუალობა, არის რჩევები, რომელთა შორის ერთ-ერთია - ფსიქოლოგის კვალიფიციური კონსულტაციის მიღება.

ბიულეტენი არის ნაწილი პროექტისა „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა ანალიტიკური ბროშურა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“.

გამოცემაში წარმოდგენილია მშვიდობის შენების და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელისშემშლელი ფაქტორები და ახალი მიდგომები თანამშრომლობის, განვითარებისა, სახალხო დიპლომატიის სფეროში აქტიური მუშაობისა და ქალთა როლის ამაღლებისათვის.

 გადმოწერა

„ადვოკატირება - ერთ-ერთი სეგმენტი ძალადობის პრევენციის დროს“ - ასეთია ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის აგვისტოს ნომერის თემა.

სიტყვა „advocacy“ წარმოიშვა სიტყვიდან „advocare“ და ნიშნავს „მოწოდებას, მხარდაჭერას ცვლილებისათვის.“

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ადვოკატირება არის:    აქტიურობა საკუთარი და სხვისი ინტერესების დასაცავად, მოქმედებები  ცვლილებების მისაღწევად, ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე, გაერთიანება, მხარდაჭერა ცვლილებების მოსახდენად.

ნომერში წარმოდგენილია წარმატებული და წარუმატებელი ადვოკატირების ქეისები. აქვეა რჩევები - რისი ცოდნა არის აუცილებელი ადვოკატირების კამპანიის წამოწყებამდე.

ბიულეტენი გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ფასილიტაცია“ (facilitate) ინგლისური სიტყვა და პროცესის გაიოლებას, დახმარებას ნიშნავს. იგი გულისხმობს პროცესის წარმართვას მესამე ნეიტრალური მხარის მონაწილეობით.

ამ საკითხს ეძღვნება ფონდი „სოხუმის“ ივლისის საინფორმაციო ბიულეტენი, რომლეიც გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

ნომრის თემაა „მედიატორობა, ფასილიტაცია - უმოკლესი გზა ძალადობის პრევენციისკენ“.

პუბლიკაციაში მოყვანილია წარმატებული და წარუმატებელი მედიატორობის მაგალითები. მოცემულია სასარგებლო რჩევები - როგორ გავხდეთ მედიატორი და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ბულინგი - მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან“ - ასეთია ივნისის საინფორმაციო ბიულეტენის თემა.

ბულინგი შემდეგნაირად განიმარტება: თავდასხმა, შევიწროება, დაშინება. განათლების ეროვნული ცენტრის 2016 წლის მონაცემებით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია.

ბიულეტენში მოცემულია, როგორ უნდა მოხდეს ბულინგის პრევენცია, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, როგორია მშობლის როლი. არის ფსიქოლოგთა რჩევები მშობლებს: როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია და თუ ბავშვი მოძალადეა.

ფონდი „სოხუმის“ ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ემოციების მართვა - მთავარი სეგმენტი ძალადობის პრევენციაში“ - ასეთია მაისის საინფორმაციო ბიულეტენის თემა.

მასში ნათქვამია: „ემოცია პიროვნების შინაგანი მდგომარეობაა და მიმართულია გარკვეული საგნისაკენ. პიროვნების ემოციურობა ტემპერამენტზეა დამოკიდებული, თუმცა დიდ როლს ასრულებს მისი განათლების, აღზრდისა და განვითარების დონე“.

სტატიაში მოყვანილია მაგალითები - ფონდი „სოხუმის“ შეხვედრებზე გაგონილი. წარმოდგენილია საჭირო რჩევები.

ფონდი „სოხუმის“ ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომუნიკაცია მოდის ლათინური სიტყვიდან „კომუნიკარე“, რაც ნიშნავს: გავხადოთ სათქმელი ყველასთვის გასაგები... რატომ არ გვესმის ერთმანეთის, რატომ აღვიქვამთ ინფორმაციას სხვადასხვანაირად? ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია კომუნიკაციის ცოდნასთან და პასუხიც ასეთია: იმიტომ, რომ არ ვიცით, ან უბრალოდ არასწორად გვესმის ინფორმაციის მიწოდების ფორმები.

ბიულეტენში მოყვანილია ეფექტური და არაეფექტური კომუნიკაციის მაგალითები, მოცემულია საჭირო ინფორმაცია და რჩევები.

ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში და ვრცელდება სხვადასხვა შეხვედრაზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები