ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფის ინიციატივით და მოდერაციით გაიმართა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, სამტრედია, სენაკი, ტყიბული, ჩოხატაური, ქობულეთი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ლანჩხუთი, ხონი, ხობი) წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრის თემა იყო „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამები - არსებული პოზიტიური გამოცდილების გაზიარება“. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამების შესახებ ისაუბრეს ჩოხატაურის, ფოთის, ზუგდიდის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებმა. დისკუსიის ფორმატი ეფექტიანი გამოდგა კარგი პრაქტიკის და წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი გასულ თვეს გეგუთში N14 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა. ამ ვიზიტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მსახიობები ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მიიწვიეს. მათ აქ 4 წარმოდგენა აჩვენეს. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო და ყოველი წარმოდგენის შემდეგ აქტიური დისკუსიაც იმართებოდა მაყურებლის ჩართულობით... უჩვეულო აუდიტორიასთან მუშაობამ ფორუმ-თეატრს ახალი გამოცდილება შესძინა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის ქალთა საინიციატივო ორივე  ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ ადგილობრივ დონეზე მოსაგვარებელი საკითხებიც შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შემუშავების დეტალებიც განიხილეს

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის განსახორციელებლად ემზადებიან. ვუთხრათ "არა" ძალადობას! - ახალგაზრდები, 2 თვის განმავლობაში, ფორუმ თეატრის პატარა სცენებით შეეცდებიან დაანახონ მაყურებელს პრობლემის სიმწვავე და დააფიქრონ ძალადობის უარყოფით შედეგებზე. მაისის შეხვედრაზე, პროექტის ასისტენტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს  შესასრულებელი აქტივობები და გეგმაც შეიმუშავეს. მონაწილეებმა, ასევე, თანაბრად გადაინაწილეს თავიანთი მოვალეობებიც.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის ზუგდიდში შეხვედრა გამართა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლის გაზრდის მნიშვნელობას. ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა ქალებმა სხვა მონაწილეებთან ერთად დასვეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში მწვავედ დგას. აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით გაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების  პრობლემებზე, გამყოფ ზოლში ტვირთის გადაზიდვაზე დაწესებულ შეზღუდვებზე.

მონაწილეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 როგორ უნდა შეძლოს ომითა და დაპირისპირებით გახლეჩილმა საზოგადოებამ, გადალახოს გაუცხოება, აღადგინოს ურთიერთობა და შექმნას ღირსეული და უსაფრთხო მომავალი? - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ჩვენმა წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ სტუმრად მამუკა ყუფარაძის გადაცემაში აფხაზური ფილმის „მომავლის მოლოდინში“ წარდგენისას.

წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრები მაისიდან საგრანტო კონკურსის ფარგლებში მინი-პროექტების განხორციელებას იწყებენ. ორივე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, მონაწილეებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და ფუნქციები გადაინაწილეს. აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს მინი-პროექტების წარმატებით განხორციელებას.

 ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩატარებული კვლევის შედეგებს გადახედეს და სხვადასხვა პრობლემები გამოკვეთეს. იდენთიფიცირებული პრობლემების საფუძველზე ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს.

„მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების" კვლევის შედეგად, მუნიციპალიტეტში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმსჯელეს ქალბატონებმა შეხვედრაზე, რომელიც 17 მაისს ფონდ"სოხუმის" ოფისში გაიმართა.

შემუშავდება ადვოკატირების გეგმა, გაიწერება ვადები და გადანაწილდებიან პასუხისმგებელი პირები .

აქტიურად მუშაობს ქუთაისის ახალგაზრდული კლუბიც .წევრები მინი პროექტის განსახორციელებლად ემზადებიან.

ახალგაზრდები ბულინგსა და მის სახეებზე ისაუბრებენ . ფორუმ თეატრის პატარა სცენებით შეეცდებიან დაანახონ მაყურებელს პრობლემის სიმწვავე და დააფიქრონ ძალადობის უარყოფით შედეგებზე.

მაისის შეხვედრაზე, პროექტის ასისტენტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს შესასრულებელი აქტივობები და გეგმაც შეიმუშავეს.

მონაწილეებმა, ასევე, თანაბრად გადაინაწილეს თავიანთი მოვალეობებიც.

მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება - ეს არის ექვს მუნიციპალიტეტში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზებულ მონაცემთა ანგარიში

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დამოკიდებულების შეფასება მათი ადამიანური უსაფრთხოების საკითხების მიმართ საზოგადოებრივი და პირადი უსაფრთხოების სფეროებში.

კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ადამიანური უსაფრთხოების სფეროში ადვოკატირების კამპანიებისთვის ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.

ქუთაისი ხონი სენაკი წყალტუბო წალენჯიხა ზუგდიდი

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

რუკა ვებგვერდზე https://sosfsokhumi.ge

„ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ არის საქართველოში ერთადერთი ელექტრონული პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეშია გაერთიანებული სრული ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად საქართველოში არსებული დახმარებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ.

ონლაინ პლატფორმაში ინტეგრირებულია მობილური SOS აპლიკაციები, ცხელი ხაზის ნომრები, ძალადობაგამოვლილი ქალების წარმატების ისტორიები და ა. შ. https://sosfsokhumi.ge/.

ციფრული რესურსცენტრის შესახებ ინფორმაცია და ბმული საკუთარ ვებგვერდებზე დააინტეგრირეს ცაგერის, ხაშურის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, ჩხოროწყუს, ხონის, ფოთის, მარტვილის მუნიციპალიტეტებმა და აჭარის უმაღლესმა საბჭომ.

აქტიური მუშაობა ახალი  პროექტის ფარგლებში გაგრძელდა.

არსებულ პლატფორმაზე გაჩნდა რუკა - საკმარისია, ადამიანმა კურსორი მიიტანოს რუკაზე, რომ იპოვოს ყველა სერვისი რეგიონების მიხედვით - https://sosfsokhumi.ge/central

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები