ახალგაზრდული კლუბები კოკში, ხონში და ქუთაისში

  

კოკის საჯარო სკოლაში და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები საერთო თემით - ოჯახში ძალადობა, მისი მიზეზები და პრევენციული მექანიზმები.

კოკში მოწვეულნი იყვნენ ორსანტიის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც თვითონ გამოხატეს  დასწრების სურვილი. ახალი წევრები მალე გააქტიურდნენ და ინტერესით ჩაერთნენ თემის განხილვაში.

ხონის ახალგაზრდობა კარგად იცნობს საკითხს და მათთან მუშაობა შედარებით ადვილია. იყო საინტერესო მაგალითები, აქტიური დისკუსია, დაფიქსირდა ინიციატივები.

„სანამ კანონი ცალკე იქნება და საზოგადოება - ცალკე, პრობლემა არ მოგვარდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული შეხვედრა მიეძღვნა  ტრეფიკინგის მიზეზებს და დამცავ მექანიზმებს. ამ აქტიურ ახალგაზრდულ კლუბში მოწვეული იყო სამი ახალი წევრი. დისკუსიაში ისინიც ჩაერთნენ. აღინიშნა, რომ გადაადგილება და მოგზაურობა დიდი რისკია, თუ ადამიანი სწორად არ არის ინფორმირებული.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები