ქალთა სოლიდარობის თემა ახალგაზრდულ კლუბებზე

  

მარტი ქალთა თვედ ითვლება, ამიტომაც ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე  მთავარ თემად იქცა ქალთა სოლიდარობა ძალადობის პრევენციაში.

ხონის მე-4 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ შესახებ და იმსჯელეს ქალთა სოლიდარობის საკითხზე.

ფოთის მე-7 და კოკის საჯარო სკოლაში მონაწილეებმა თემის მიმართ დიდი ინტერესი  გამოხატეს და დისკუსიაშიც ჩაერთნენ.

წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში გოგონები აქტიურობდნენ, სენაკის მე-4 სკოლის მოსწავლეებს შორის კი განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ბიჭები, რომლებიც გულახდილად ამბობდნენ, რომ ქალებს ყოველდღე უნდა მოუწყო დღესასწაული.

***

„სადა ხარ ჩემო სულიკო“, - ასე ჰქვია რეჟისორ ლია ჯაყელის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც გვიამბობს ვარინკა წერეთელზე - აკაკი წერეთლის „სულიკოს“ ტექსტზე შექმნილი პოპულარული ქართული სიმღერის ავტორზე.

ფილმი არის დავიწყებული საზოგადო მოღვაწე ქალის შესახებ, გადაღებულია 10 წლის წინ და ახლაც საკმაოდ აქტუალურია.

ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ფილმის ჩვენებას ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბის 8 წევრი დაესწრო. მათ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაშიც, რომელიც აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები