ქუთაისი
|
ხონი
|
ბათუმი
|
ოზურგეთი
|
სენაკი
|
ზუგდიდი
|
წყალტუბო
8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ქალ-კანდიდატებს შორის წარმოდგენილია ბევრი ღირსეული და გამოცდილი ქალბატონი. მთავარია, ამომრჩეველმა მათზე გააკეთოს არჩევანი. სწორედ ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერად გამართეს აქცია 4 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა.
მშვიდობიანი მდუმარე აქცია ერთდროულად მოეწყო დასავლეთ საქართველოს შვიდ ქალაქში - ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აქციები გაშუქდა მედიასაშუალებების მეშვეობით.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს ქალი-კანდიდატების მიმართ, მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს საზოგადოებას და შეახსენეს, რომ თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში არის მშვიდობა, დემოკრატია, კეთილდღეობა!