





25 ნოემბერი პირველი დღეა კამპანიისა - 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ახალგაზრდები - ყველა გააერთიანა ქუთაისში მერიის გვერდით გამართულმა აქციამ.
გამვლელთა ყურადღება მიიპყრო მოწოდებებმა: „ძალადობა - ბოროტებაა!“, „ქალს აქვს ბედნიერების უფლება!“, „იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!“
პარალელურად მიმდინარეობდა აქცია ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ - მისი მონაწილენი შემოუერთდნენ ფონდის აქციას, რადგან ნაადრევი ქორწინებაც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.
აქცია გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებით.
აქციები ერთდროულად გაიმართა წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)