ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ფორუმ-თეატრის მსახიობები, ახალგაზრდული კლუბის მოხალისეები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ქალაქის მცხოვრებნი თუ სტუმრები - ყველა მათგანი გააერთიანა ხალხმრავალმა აქციამ, რომელიც ქუთაისის ცენტრში გაიმართა.
ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია! არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებს ძალადობას! გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ! - ამ და სხვა მოწოდებებმა მიიქცია გამვლელების ყურადღება.
მედიის წარმომადგენლებმა ჩაიწერეს ინტერვიუები და თავიანთ მასალებში კიდევ ერთხელ გააკეთეს აქცენტი გენდერული ძალადობის პრობლემაზე.