ფონდმა „სოხუმმა“ გადაწყვიტა, შეესწავლა საზოგადოების აზრი მშვიდობის ცნებასთან დაკავშირებით. მუშაობა დაიწყო 14 დეკემბერს და ერთი კვირის განმავლობაში ხდებოდა ვიდეოკოლაჟის ჩაწერა.
შეირჩა სხვადასხვა ასაკის და პროფესიის 59 რესპონდენტი. ყველა მათგანს დაუსვეს ერთი შეკითხვა: რა არის მშვიდობა?
პასუხები სხვადასხვაგვარია, მაგრამ მათი არსი ჰგავს ერთმანეთს: მშვიდობა ის მდგომარეობაა, როცა არ არის ომი. მშვიდობა უსაფრთხო გარემოა, სიმშვიდეა, სიყვარული და მეგობრობაა, ჰარმონიაა...
მოკლედ, ბევრი საინტერესო პასუხი გაჩნდა. ყოველი ჩანაწერი ცალკე განთავსდა ფონდის ფეისბუქგვერდზე, ბოლოს კი გაკეთდა სოციალური კლიპი.
მთავარი ის არის, რომ ადამიანებისთვის მშვიდობა საკმაოდ აქტუალური საკითხი აღმოჩნდა...
აქცია გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.