8-დან 25 მაისამდე სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ჩართულები იყვნენ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევაში. მათ ჩაატარეს 4 ფოკუს-ჯგუფი და 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ. გამოკითხულია 200 ადამიანი. სულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 244 ადამიანმა, მათ შორის - სოციალურად დაუცველებმა, დევნილმა ქალებმა, ახალგაზრდებმა, მეწარმე და ლიდერმა ქალებმა, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ინტეელიგენციის წარმომადგენლებმა.
ჩაღრმავებულ ინტერვიუში მონაწილეობდნენ ექსპერტები ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის საკითხებში, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სფეროებში.
წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე მომზადდება კვლევის ანალიზი და ფონდი „სოხუმი“ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებს ადგილობრივ თვითმმართველობაში წარსადგენად 2016 წლის ბიუჯეტისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით