მარტის პირველი სამი შეხვედრა ახალ აუდიტორიებში მოეწყო. ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბი პირველად შეხვდა მოსწავლეებს სოფელ ცხემლისხიდის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის მეორე და სოფელ ცხუნკურის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. დასაწყისში იყო გაცნობა, ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდული კლუბების მუშაობის შესახებ.
მარტი - ქალთა სოლიდარობის თვეა და საინფორმაციო შეხვედრები ამ თემას მიეძღვნა. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, სტერეოტიპებზე. მოეწონათ რუბრიკა „წარმატებული ქალები“, სადაც ცნობილი ქალების ბიოგრაფიები.
შეხვედრების დასასრულს, ამ სკოლებშიც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან უკვე არსებული კლუბების ქსელის მუშაობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)