ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას მიეძღვნა.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ამ აქტუალურ საკითხზე დისკუსია, რადგან ეს ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას.
ისინი აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ახალგაზრდული კლუბის მოხალისეებმა და აქტივისტებმა ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიებები: საინფორმაციო შეხვედრები, გამოფენები, აქციები.
ყველა ეს ღონისძიება გაიმართა 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ფარგლებში და მათში ათობით ახალგაზრდა ჩაერთო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)