ახალგაზრდული კლუბები 16-დღიანი კამპანიისთვის ემზადებიან

 

ახალგაზრდულმა კლუბებმა საინფორმაციო შეხვედრებზე განიხილეს აქტუალური თემა „გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები“. საკითხზე ინტერესით იმსჯელეს მონაწილეებმა. კლუბების ახალ წევრებს მოეწონათ უშუალო გარემო და  აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიჭებმა პროტესტი გამოთქვეს, თუმცა მათმა უმეტესობამ გაიგო საკითხის აუცილებლობა.

მონაწილეებმა მიიღეს აგრეთვე ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ. ფონდ „სოხუმში“ მზადება უკვე დაწყებულია  და ახალგაზრდული კლუბებიც ჩაერთვებიან კამპანიის აქტივობებში.

შეხვედრები, ძირითადად, ჩატარდა საჯარო სკოლებში - ქუთაისის მე-13, ფოთის 21-ე, წყალტუბოს პირველ, სენაკის პირველ და განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. ერთი შეხვედრა კი გაიმართა ხონის ბავშვთა ბიბლიოთეკაში.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები