გრძელდება ვორკშოპები თემაზე: მოლაპარაკება, ფასილიტაცია, მედიაცია.
- თუ კონფლიქტი ვერ გვარდება, ასეთ დროს აუცილებელია მესამე მხარე, მას უნდა შეეძლოს ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება, - ასეთი პოზიცია ჰქონდათ ახალგაზრდებს ხონში ჩატარებულ შეხვედრაზე.
ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში მონაწილეები კონკრეტული ისტორიების ანალიზით შეეცადნენ საუბარს მოლაპარაკების მნიშვნელობასა და ფასილიტაციაზე. რამდენიმე მონაწილემ გულწრფელად აღიარა, რომ არა აქვს ფასილიტატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ამიტომ შუამავლობა არ გამოსდის.
როგორი უნდა იყოს მესამე მხარე? ამ საკითხზე პასუხის გაცემას დისკუსიით შეეცადნენ ლანჩხუთში ჩატარებულ ვორკშოპზე.
მონაწილეთა აზრით, ახალგაზრდების ინფორმირება ამ საკითხებზე მნიშვნელოვანია, რადგან მოლაპარაკებებით და ფასილიტაციით შესაძლებელია ნებისმიერი კონფლიქტის ტრანსფორმაცია.