„ტრეფიკინგის თემაზე ჩვენ არავინ გვესაუბრება, თუმცა გაზრდილი მიგრაციის პირობებში ყოველი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი. ამიტომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია პრევენციის თვალსაზრისით“, - ასეთი იყო ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეთა საერთო მოსაზრება.
ტრეფიკინგი როგორც ძალადობის ფორმა, მისი მიზეზები, სტატისტიკა, ტრეფიკინგის მსხვერპლის პრობლემები, პრევენციული ზომები - ეს თემები აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. მათ ნახეს თემატური ფილმი და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. საუბრობდნენ სოციალურ პრობლემებზე, მიგრაციაზე, დაცვის მექანიზმებზე, გამოსავალზე.
შეხვედრები ჩატარდა ფოთის, ცხუნკურის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) და განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდებთან.