ქუთაისში, თერჯოლაში, ოზურგეთში ახალგაზრდებთან ვორკშოპები გაიმართა, განხილვის თემა იყო ბულინგი. მონაწილეებმა იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში აგრესიის მატებას. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ცოცხალი ურთიერთობები დაიკარგა და კომუნიკაცია ძირითადად ხორციელდება ონლაინ. ეს ამკვიდრებს ცივ, უემოციო ურთიერთობებს. ახლო მეგობრებიც კი ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. მიზეზებს შორის დასახელდა კონფლიქტები ოჯახში, მშობლების მიგრაცია. მონაწილეთა აზრით, სახელმწიფომ მეტად უნდა იზრუნოს სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად - ეს ხელს შეუწყობს ჰარმონიას ოჯახსა და საზოგადოებაში.