სენაკში, ზუგდიდში, ქუთაისში ახალგაზრდებმა დისკუსია გამართეს შემდეგ საკითხზე „ქალთა მიგრაცია - კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან“.
დისკუსიისას დაფიქსირდა, რომ მიგრაცია ხშირად ხელს უწყობს ოჯახში კონფლიქტების განვითარებას. მონაწილეებმა არაერთი ცოცხალი ისტორია გაიხსენეს, ასეთი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს როგორ უჭირთ მეგობრებთან კომუნიკაცია.
- როცა ოჯახში დედის ფუნქცია სხვას აქვს შეთავსებული, მაგალითად, მამას ან ბებია-ბაბუას, ურთიერთობაში პრობლემები ხშირად იქმნება, რადგან დედის დეფიციტს ვერავინ ავსებს. ასეთი ბავშვები შინაგანად ჩაკეტილები ხდებიან და აგრესიას სხვადასხვა ფორმით ავლენენ, - მიიჩნევენ ახალგაზრდები.
მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები, როგორ დაეხმარონ თანატოლებს კონფლიქტური სიტუაციების დაძლევაში.