ახალგაზრდულ კლუბებში სექტემბრის საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრები გაიმართა თერჯოლაში, სოფელ დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და სოფელ კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი).
ამ ჯგუფებში შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ 5 შეხვედრა ჩატარდება სხვადასხვა მოდულის მიხედვით. პირველი შეხვედრის თემა კი იყო: „გენდერული ძალადობა, სახეები, ფორმები, მიზეზები, დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“.
ჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ გამოცდილებით, აქტიურობით, კრეატიულობით, დისკუსიაში ჩართვით. მაგრამ იგრძნობოდა საერთო სურვილი - იმუშაონ ძალადობის თემაზე, გაიმდიდრონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, ისწავლონ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა.