სენაკში, თერჯოლასა და ზუგდიდში ახალგაზრდების ჯგუფებთან შემაჯამებელი ვორკშოპები გაიმართა. შეხვედრებს პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
ახალგაზრდების ჯგუფებთან ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსიები ისეთ თემებზე, რომლებიც კონფლიქტების მართვას ემსახურება: კონფლიქტების ანალიზი, მოლაპარაკება, კომუნიკაცია, შინაგანი კონფლიქტები, გენდერული თანასწორობა.
შეხვედრების მონაწილეებმა პრეზენტაციებით, ინტერაქტიული ჩართულობით და დისკუსიით შეაჯამეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მათი შეფასებით, არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია, რადგან მიღებული ინფორმაციებითა და შეძენილი უნარ-ჩვევებით უფრო ადვილია კონფლიქტების მართვა.