გრძელდება შემაჯამებელი ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში.
ხონში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საპრეზენტაციოდ შეარჩიეს კონფლიქტების ანალიზი „კონფლიქტის ხის“ მეთოდით. ანალიზის დროს რეალური ისტორია გამოიყენეს, რამაც დისკუსია საინტერესო გახადა.
ფოთში მონაწილეებმა პრეზენტაციები ჯგუფური მუშაობით წარმოადგინეს: კომუნიკაციის და მოლაპარაკების მნიშვნელობა კონფლიქტის მართვის დროს.
ქუთაისელმა ახალგაზრდა ლიდერებმა პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე გააკეთეს: „პიროვნული კონფლიქტების მართვა“, „გენდერული თანასწორობა“, „ფასილიტაცია“. განსაკუთრებით მაღალი იყო მონაწილეთა ჩართულობა.