ფოთის საჯარო სკოლაში, თერჯოლის კერძო სკოლასა და დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები.
გენდერული ძალადობა, ფორმები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის - ასეთი იყო შეხვედრების თემა.
ძირითადი თემის განხილვის შემდეგ იყო ჯგუფური თამაშები, ძალადობის სცენების წარმოდგენა: ძალადობა ოჯახში, სკოლაში, ცოლ-ქმრული კონფლიქტები. მოზარდებმა დამოუკიდებლად იმუშავეს, ბევრი პირველად მონაწილეობდა მსგავს აქტივობაში. მათ კარგად დაინახეს ძალადობის ფორმები და ნეგატიური შედეგები. ისიც გაიგეს, როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ძალადობისგან.