ივნისის პირველი სამი შეხვედრა ჩატარდა ნახახულევის (ხონის მუნიციპალიტეტი), გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების და წყალტუბოს კერძო სკოლა „ოცნებას“ ახალგაზრდულ კლუბებში. შეხვედრების თემა იყო: ეთიკისა და ესთეტიკის, ჯანსაღი ცხოვრების, სქესობრივი აღზრდის ნორმები.
მონაწილეები მაქსიმალურად ჩაერთნენ მუშაობაში, ისაუბრეს ინფორმაციის დეფიციტზე, ასეთი სწავლების აუცილებლობაზე. იყო დისკუსიები, აზრთა დაფიქსირება, ანალიზი. განსაკუთრებით საინტერესოდ გამოჩნდა მოზარდების თვალით დანახული პრობლემები და მათი სურვილი, მოაგვარონ, იპოვონ გამოსავალი, უკეთესი გახადონ ცხოვრება...