ვაჟების ჯგუფებთან შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა ხონის (3 ივნისი), ლანჩხუთის (4 ივნისი), წყალტუბოს (5 ივნისი), ზუგდიდის (6 ივნისი), ფოთის (7 ივნისი), სენაკის (10 ივნისი), თერჯოლის (11 ივნისი), ქუთაისის (12 ივნისი), ოზურგეთის 14 (ივნისი) მუნიციპალიტეტებში. ყველა ჯგუფიდან გამოიყო ერთი-ორი ლიდერი ბიჭი, რომელმაც თანატოლების წინაშე გააკეთა პრეზენტაცია მამაკაცის როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში. დისკუსიის დროს ისინი საუბრობდნენ ძალადობის მავნებლობაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ თავიანთ როლზე პრობლემის მოგვარებაში. აღინიშნა, თუ რა მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება. და ისიც, რომ მზად არიან გააგრძელონ მუშაობა, გაავრცელონ მიწოდებული ინფორმაციები.