10, 11 და 16 ოქტომბერს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე ვორკშოპები ჩატარდა სოფელ ლესას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), სოფელ განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და სოფელ გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
კონკრეტული სავარჯიშოების განხილვის შედეგად მოსწავლეებმა გაიგეს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები: დამახინჯებული ინფორმაცია, განსხვავებული ღირებულებები და სხვა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესში და როგორც ფიდბეკზე აღნიშნეს, ეს ცოდნა გამოადგებათ ყოველდღიურ ურთიერთობებში.
დამსწრე პედაგოგების თქმით, თემა აქტუალურია და ასეთი შეხვედრებიც აუცილებელია, რადგან ხელს უწყობს სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებას.