კონფლიქტის შესაძლო შედეგებსა და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სახეებზე ისაუბრეს ფოთის შპს თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის, სოფელ გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ლესას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად. კონკრეტული სავარჯიშოებითა და როლური თამაშებით უფრო ადვილად გაიგეს თემის შინაარსი.
ვორკშოპები ჩატარდა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
მოსწავლეებს მოეწონათ ვორკშოპები და მათი გაგრძელების სურვილი აქვთ. მათ დამოუკიდებლად ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები კონფლიქტის თემაზე თავიანთ სკოლებში, გააკეთეს ნახატების გამოფენა და ასე გამოხატეს სოლიდარობა კამპანიის მიმართ.