ახალ, უჩვეულო, მაგრამ საინტერესო ფორმატში გაიმართა შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბებთან. ონლაინ ჩართვები განხორციელდა ცხემლისხიდის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), წალენჯიხის და ფოთის სკოლების ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. თავიდან საუბარი შეეხო არსებულ მდგომარეობას, აღინიშნა,რომ ყველა უნდა დარჩეს სახლში, დაიცვას სათანადო რეკომენდაციები და ამით ხელი შეუწყოს პრევენციას.
შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, განხილული იყო გეგმური საკითხებიც, რომლებიც ოჯახში ძალადობას და კონფლიქტების განვითარებას უკავშირდება. ონლაინ ფორმატის მიუხედავად, ჩართულობა აქტიური იყო და დისკუსიაც განსაკუთრებულად საინტერესო.