ონლაინ შეხვედრები და მადლობა მშვიდობისმყოფელთა რეგიონული პლატფორმისგან

1 2

 3 4

7, 8 და 10 აპრილს ჩატარდა ონლაინ შეხვედრები სუფსის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი),  დვაბზუს (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი)   საჯარო სკოლების  კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.

მოსწავლეებმა ტრენერთან ერთად განიხილეს თემა „კონფლიქტის ესკალაცია“, ისაუბრეს კონკრეტულ მაგალითებზე თავიანთი ცხოვრებიდან.  

შემდეგ მათ დაიწყეს საშინაო დავალების შესრულება: ვიდეომიმართვები კონფლიქტისა და  COVID-19-ის შესახებ, ესეები, ნახატები... ზოგიერთი მათგანის ნამუშევარი უკვე გამოქვეყნდა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე.

უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობისმყოფელთა რეგიონულმა პლატფორმამ მადლობა გადაგვიხადა იმ შრომისთვის, რომელსაც მოსწავლეებთან ვეწევით პანდემიის პირობებში.

ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია: ძალიან გვიხარია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ონლაინ სემინარებს კონფლიქტების მართვაში. უღრმესი მადლობა ლელა შენგელიას, რომელიც ამ მუშაობას წარმართავს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები