კიდევ სამი ონლაინ შეხვედრა მოეწყო - ამჯერად ფახულანის მეორე საჯარო სკოლის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და დვაბზუს (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
მოსწავლეებთან ერთად განხილულ იქნა ვიდეოგაკვეთილი თემაზე „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები“, კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის წესები...
მოსწავლეებს მიეცათ დავალება - დაწერონ, რა გავლენა იქონია მათზე პროექტმა, კონფლიქტოლოგიის გაკვეთილებმა. კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრების აქტივობა გამოჩნდება ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/fsokhumi/