დასრულდა ხუთთვიანი კურსი „კონფლიქტის მართვის სწავლება სკოლებში“. მუშაობა მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში. ბოლოს კი გაიმართა გაერთიანებული, შემაჯამებელი ონლაინ შეხვედრა ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სხვადასხვა სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის აქტიური წევრები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები.
კურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, აღნიშნეს, რომ მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვებსაც. პედაგოგებმა კონფლიქტის თემის აქტუალობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს არასამთავრობო სექტორის როლს არაფორმალური განათლების კუთხით.
შემაჯამებელი შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)