„არსებობს ასეთი პრობლემები მოზარდებში და კარგია ამ თემებზე საუბარი“.
„ინფორმაციის დამახინჯება ხშირად არის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი“.
„ვხვდები, როგორ უნდა ავიცილო თავიდან კონფლიქტი“...
ასე გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები მონაწილეებმა შეხვედრების დასასრულს.
ონლაინ ვორკშოპები ჩატარდა სამი სკოლის - ქობულეთის №5, ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) №2 და გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლები - კონფლიქტის მართვის ჯგუფების წევრებთან.
მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, რეალურ და კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრეს.