ოქტომბრის ბოლოს კიდევ ოთხ ონლაინ ვორკშოპი ჩატარდა - ფოთის №4 , კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) №1 საჯარო სკოლების და ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან. ასე დასრულდა თვის განმავლობაში დაგეგმილი 10 ვორკშოპი.
ვორკშოპების მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად განიხილეს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები. უსახსრობა, განსხვავებული ღირებულებები, დამახინჯებული ინფორმაცია - ეს მიზეზები ხშირად იწვევს კონფლიქტს მოზარდებში. ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრების შედეგად ისინი სწავლობენ, როგორ აირიდონ კონფლიქტები, ან მოაგვარონ მშვიდობიანი გზით.